სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია (+ ბევრი ფოტო ) 2013, 5 ნოემბერი, 20:53 ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ახალი ფოტოები გაჩნდა, რომლებმაც საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთება და "ზიზღი" გამოიწვია. "დაივიწყეთ ძაღლები კოლგოტკებით და ახლა კატების ჩაცმის დრო მოვიდა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჩინური ჟურნალი, სადაც კოლგოტკებში, ჩექმებში, ტრუსებში, ქვედაბოლოებში, კაბებში, ფეხსაცმელებში და საუკეთესო მაისურებში გამოწყობილი კატები ძალიან სექსუალურად გამოიყურებიან.როგორც წყარო ამბობს, შინაური ცხოველების პატრონებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კატების მეპატრონეებს, გადაწყვეტილი აქვთ ინტერნეტ სივრცეში ე. წ. ქარიშხალი დაანთონ და მთელი გატაცებით მიიღონ მონაწილეობა შინაურ ცხოველებზე გადაღებული კრეატიული ფოტოების გავრცელებაში. ყველაზე საინტერესო კი ისაა, როგორ აფასებენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს. საზოგადოება აქაც ორ ნაწილად გაიყო. თუ კი ერთნი თვლიან, რომ ეს ფოტოები მხოლოდ და მხოლოდ სიცილის მომგვრელია მათთვის, მეორე ნაწილი პირიქით, მაგალითისთვის ერთ - ერთი ცნობილი ადამიანი საკუთარი თვითერზე ფოტოების დათვალიერების შემდეგ ასეთი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: - "'I don't want to live on this planet anymore' after seeing the ამ პლანეტაზე ცხოვრება აღარ მინდა ასეთი ფოტოების ნახვის შემდეგ". 405 13-ს მოსწონს 2-ს არა
|