x
image
ვიზა კოხაძე
ვიდეო, რომელიც "Youtube" - ზე ატვირთვიდან რამდენიმე წუთში 700 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა ( + ვიდეო )

imageბრიტანულმა საიტმა სპეციალური სტატიაც კი მიუძღვნა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ - ერთ პოპულარულ ვიდეოს, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვისა და ოჯახის ძაღლის ურთიერთობას ეხება. ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უამრავმა ადამიანმა ნახა და ბევრი კომენტარიც დაიწერა. ვიდეოში ასახულია, თუ როგორ მოპარა ჩვილ გოგონას ძაღლმა სათამაშო, რაზეც ბავშვმა ტირილი მორთო, თუმცა გონიერი ძაღლი მის დამშვიდებას ეშმაკური ხერხით შეეცადა, როდესაც კომპენსაციის მიზნით ყველა სათამაშოს ცხვირ -პირთან მიტანას შეეცადა. ოჯახის უფროსმა ვიდეოზე ასახა შვილისა და ძაღლის ურთიერთობის ეს მომენტი და "Youtube" - ზე

ატვირთა წარწერით: – " დამნაშავეა თუ არა ძაღლი გოგონასთან".ინტერნეტის მომხმარებელთა 70 % თვლის, რომ ძაღლმა თავისი საქციელით ბოდიში უკვე მოიხადა, როცა ყველა სათამაშო გოგონას მიუტანა.imageimageimage
ძაღლმა - სახელად ჩარლიმ 6 თვის გოგონას დაწყნარება მონანიების მიზნით საბოლოოდ შეძლო მას შემდეგ, როცა ის მიხვდა, რომ ბავშვის სათამაშოს გადამალვა არც თუ კარგი იდეა იყო.

P.S. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სტატიის ბოლოს აუარებელ კომენტარს ვკითხულობთ და მათი ავტორების უმეტესობა ძირითადად ქალბატონები არიან. თამამად შეიძლება ამ სტატიას უწოდო: - " რითი ერთობა მსოფლიო".

0
306
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0