x
image
ვიზა კოხაძე
ულამაზესი მცენარე, რომელსაც ჰერცოგინიას სახელი ჰქვია

imageიმერეთში ალბათ ოჯახი არ მეგულება, რომელსაც ეს ულამაზესი ოთახის მცენარე არ ჰქონდეს სახლში. გამონაკლისი არც მე ვარ და მინდა სტატიაში ბუნების ამ მშვენიერების შესახებ მოგითხროთ.

კლივია - "clivia miniata".გავრცელებულია:სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტროპკულ ტყეებში.მცენარის სახელწოდება ნორტუმბერლენდის ჰერცოგინია შარლოტა კლაივის პატივსაცემად დაერქვა.მცენარის ოთახის კულტივარი 1868 წელს გამოიყვანეს და მას შემდეგ ფართო გავრცელება ჰპოვა მეყვავილეობაში.clivia-miniata ფოთოლ-დეკორატიული და ყვავილ-დეკორატიული მცენარეა.ის მიეკუთვნება მრავალწოვან ბალახოვან მცენარეთა ჯგუფს, . ფოთლები არის წაგძელებული ქამრისებურად, მუქი მწვანე.ყვავილის ღერო არის შეუფოთლავი -შიშველი.ყვავილის ღეროს თავში იკეთებს რამოდნიმე საყვავილე ბუტონს.ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა გრძელდება 17- დან 33- დღემდე. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, მათ ადგილას ჩნდება ნასკვი, რომელიც სათესლე კოლოფს წარმოადგენს.მის დამწიფებას 8-10 დღე სჭირდება.სათესლე კოლოფო დროთა განმავლობაში მწვანე შეფერილობიდან, მუქ შინდისფერ შეფერილობას იღებს ეს კიდევ მეტ დეკორატიულობას მატებს მცენარეს. imageimage ტროპიკულ მცენარეებთან შედარებით მისი მოვლა ძალიან ადვილია.თუ სხვა ტროპიკულ მცენარეს ზამთრის პერიოდში 22-25 გრადუსი სითბო ჭირდება, კლივია გაუთბობელ ოთახშიც თავს კარგად გრძნობს, თუ მას ზამთრის პერიოდში შევუმცირებთ მორწყვას, გაზაფხულზე უხვი ყვავილობით გაგავახარებს..სინათლის მიმართაც არ არის ძალიან მომთხოვნი, გადასარევად გრძნობს თავს ნახევრად-ჩრდილშიც.ყვავილები არის:ყვითელი და მონარინჯისფრო შეფერილობის. მორწყვა:მცენარეს ზომიერი მორწყვა ჭირდება, მაგრამ მომთხოვნია ნიადაგის მიმართ...ესაჭიროება ნოყიერი ნიადაგი..ქვიშა აცილებელია დრენაჟისთვის, თუ წყალი გაჩერდა ფესვებში გამოიწვევს მის ლპობას და მცენარეს ვეღარ გადავარჩენთ.ზაფხულის ცხელ დღეებში აუცილებელია მისი დანამვა, პერიოდულად საჭიროა ფოთლების გასუფთავება მტვრისგან, რათა მცენარემ უკეთესად ისუნთქოს. გამრავლება: clivia miniata-მრავლდება ვეგეტატიურად და თესლით.თესლიდან ამოყვანილი მცენარე მხოლოდ 5-6 წლის მერე იწყებს ყვავილობას.მცენარის ყვავილობისთვის აუცილებელია მას დასვენების პერიოდი მოვუწყოთ, ოქტომბრიდან -ნოემბრის ჩათვლით მოვათავსოთ ნათელ, გრილ ადგილას, დაახლოებით 10- გრადუს ტემპერატურაზე და მორწყვა შევუჩეროთ.უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ, 2-წლამდე მცენარეს ეს პროცედურა არ სჭირდება.image

1
748
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
748
  
0 1 1