სხვა ბათუმის მაკდონალდსი თავისი გამორჩეული არქიტექტურით კორპორაციის მსოფლიო ხუთეულში მოხვდა 2013, 30 ივლისი, 14:40 1940 წელს ძმებმა მიკ და დიკ მაგდონალდებმა გახსნეს რესტორანი სან - ბერნანდინოში ( კალიფორნია), სადაც მათ წარმოადგინეს სწრაფი კვების თანამედროვე ინდუსტრიის ძირითადი პრინციპები.1954 წელს რეი კროკმა ძმები მაგდონალდებისგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება და ერთი წლის შემდეგ კროკმა გახსნა პირველი რესტორანი ქალაქ დეს - პლეინზში ( ილინოისის შტატში). დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია.კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, ხოლო 1960 წლიდან მას ეწოდა - McDonald’s Corporation.1961 წელს კომპანიის მართვის ყველა უფლება თავად კროკმა შეიძინა. კორპორაციის ქსელში 500 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მსოფლიოს 118 ქვეყანაში 33 ათასამდე რესტორანი მუშაობს.პრინციპი, რითაც ხელმძღვანელობს კორპორაცია, ძალიან მისაღებია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება მაკდონალდსის ქსელში, წარმოებულია ადგილობრივ ბაზარზე, რაც დადებითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებზე. საქართველოშიც ფუნქციონირებს მაკდონალდსის 6 რესტორანი.აქედან ოთხი დედაქალაქშია განთავსებული, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში.ფოტოებზე სწორედ ბათუმის მაკდონალდსია გამოსახული, რომელიც მაკდონალდსის მსოფლიო კორპორაციის ქსელის ხუთეულში მოხვდა.ულამაზესი და გამორჩეული არქიტექტურით, საუცხოო ინტერიერით, უთვალავი ყვავილებით, რომელსაც მართლაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს ბათუმის დანარჩენ არქიტექტურულ ქმნილებებთან ერთად. 576 24-ს მოსწონს 2-ს არა
|