x
image
ვიზა კოხაძე
გემი "ტიტანიკის" ორიგინალური შავ - თეთრი ფოტოებიდან ფერადი სურათები შექმნეს

image
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გემი "ტიტანიკი", რომელზეც არა ერთი წიგნი, უამრავი ბლოგი და ყველაზე მომგებიანი ფილმი იქნა გადაღებული, დღესაც ძალიან პოპულარულია.საუკუნის წინ არსებული შავ - თეთრი ფოტოების ორიგინალური ვერსიები ცნობილმა რუსმა გრაფიკოსმა ანტონ ლოგვინენკომ ნათელ ფერებში წარმოუდგინა ასიათასობით დაინტერესებულ ადამიანს.გავრცელებული ფერადი სურათების მიმართ პოპულარობა ძალიან გაიზარდა.

ტიტანიკი იყო მსოფლიოში სიდიდით ყველაზე დიდი სამგზავრო გემი, რომელიც კი ოდესმე აუშენებიათ.გასული საუკუნის დასაწყისში, 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა, სადაც 1517 ადამიანი დაიღუპა კატასტროფის შედეგად.

imageimageimageimage
როგორც ფოტოებზეა ასახული, ფუფუნება იგრძნობა გემის სასტუმრო და სასადილო ოთახებში, ასევე ბორტზეც.ლოგვინენკოს პროექტმა გვიჩვენა გემის გასაოცარი ინტერიერის ხარისხიანი ეფექტები.აქ არის ბიბლიოთეკა, სატრენაჟორო დარბაზი, ტელეფონი, საპარიკმახერო, საცურაო აუზი, თურქული აბანო და ელექტრო აბანო."კაფე პარიზიენი" -ს შავ - თეთრი გამოსახულება აღდგენილია ფერებში.

გემის ინტერიერმა დამთვალიერებელს ძვირადღირებული სასტუმროების თანამედროვე სტილი შეახსენა მორთული დეკორატიული ხალიჩებით.პირველი კლასის კაბინა თანამედროვე საუკეთესო სასტუმროების ოთახებს აგონებს ყველას.ლოგვინენკომ შეძლო საძინებლების თეთრეული არტისტიზმით მოერთო.აღნიშნულ ფოტოებზე პირველი და მეორე კლასის კაბინებში ფუფუნებაა ასახული. ტიტანიკის დიზაინერებს სურვილი ჰქონდათ მათი ლაინერი ძვირფას სასტუმროს დამსგავსებოდა.imageimageimageimageimageimageimage






3
109
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
109
  
2013, 26 აგვისტო, 23:28
ძალიან მომეწონა მეგობარო
2013, 26 აგვისტო, 10:17
ვიზა
2013, 26 აგვისტო, 10:00
საინტერესო მასალაა.
0 1 3