ტკბილეული კულფი - უგემრიელესი ინდური ნაყინი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება 2015, 1 მაისი, 16:01 კულფი - ინდური ტრადიციული ნაყინია, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება სახლის პირობებში. ჩვეულებრივი ნაყინისგან განსხვავებით იგი უფრო მყარია, ამიტომ სუფრასთან მიტანის წინ 1 საათით საყინულიდან იღებენ და მაცივარში ათავსებენ. კულფი შეიძლება იყოს დანამატების გარეშე, მხოლოდ რძეზე მომზადებული ან სხვადასხვა დანამატებით: ხილი, თხილეული, სანელებლები. ამჯერად გთავაზობთ თხილეულის კულფის რეცეპტს.
ინგრედიენტები: 1ლ რძე 350 გ. შესქელებული რძე 1.5 ჩ.ჭ. შაქარი 50 გ. თხილეული (გემოვნების მიხედვით: ფისტაშები, ნუში და ა.შ.) 1/2 ჩ.კ. დარიჩინი ან მუსკატი მომზადება: ქვაბში ჩაასხით რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ შესქელებული რძე და შაქარი. კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. დაამატეთ დაკეპილი (ან დაფქვილი) თხილეული (ნუში, ფისტაშები, ნიგოზი და ა.შ., სურვილისამებრ). გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. ამის შემდეგ ჩაასხით ფორმებში, ან დატოვეთ ქვაბში და ისე შედეთ საყინულეში მინიმუმ 40 წთ-ით. ჩვეულებრივ ნაყინთან შედარებით კულფი უფრო მაგარია, ამიტომ სუფრასთან მიტანამდე მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა გამოიღოთ საყინულიდან და შედოთ მაცივარში, რათა ცოტა გალღვეს. 1782 9-ს მოსწონს
|