ტკბილეული უგემრიელესი გოგლი-მოგლი და მისი 7 განსხვავებული რეცეპტი 2013, 14 ნოემბერი, 12:03 ![]() ითვლება, რომ გოგლი-მოგლი გერმანელ კონდიტერმა, მარფრედ კიოკენბაუერმა გამოიგონა ტკბილეულის კონსერვაციის შესახებ ჩარატებული ექსპერიმენტის დროს. ცოტა ხანში გოგლი-მოგლის მასიურ წარმოებაზე პატენტი 1, 5 მილიონ მარკად შეისყიდა ერთ-ერთმა ცნობილმა კონცერნმა. გოგლი-მოგლი მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს გემრიელი და სასარგებლო. იგი კარგია ყელის ტკივილის, ანგინის, ხმის ჩახლეჩისა და დაკარგვის დროს. ![]() 1. კლასიკური გოგლი-მოგლის მოსამზადებლად უბრალოდ კარგად ავთქვიფავთ კვერცხის გულებსა და შაქრის ფხვნილს. მისი მიღება რეკომენდირებულია დილით, უზმოზე. 2. თაფლის გოგლი-მოგლი: ავთქვიფოთ 2 კვერცხის გული, დავამატოთ 2 ჭ. ცხელი რძე, 6 ჩ.კ. თაფლი, 2 ს.კ. ფორთოხლის ან ლიმნის წვენი და ცოტა შევათბოთ. შემდეგ დავამატოთ შაქართან ერთად ათქვეფილი ცილები. ![]() ![]() 4. ხილის გოგლი-მოგლი: მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 2 კვერცხის გული, 3 ს.კ. შაქარი, 0, 5 ჭ. ნებისმიერი ხილის წვენი. დავამატოთ 2 ჭ. ცივი რძე და 0, 5 ჭ. ცივი წყალი. დავამატოთ ბეზეს კონსისტენციამდე ათქვეფილი ცილა. ზემოდან კი დავადებთ დაჭრილ ხილს. ![]() ![]() 6. ალკოჰოლური გოგლი-მოგლის მოსამზადებლად ერთად უნდა ავთქვიფოთ კვერცხის გული, ნაღები, შაქრის სიროფი, ყინული, რომი (ან სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი). შემდეგ უნდა გავფილტროთ, ჩავასხათ კოქტეილის ჭიქებში და მოვაყაროთ დაფქვილი მუსკატი. ![]() 4080 5-ს მოსწონს
|