x
image
natia.a
ნაყინი, რომელიც დედის რძით მზადდება
image
ის ფაქტი, რომ დედის რძე შეუცვლელია ჩვილის ჯანმრთელი განვითარებისთვის, სიახლეს არავისთვის არ წარმოადგენს. მაგრამ შეიძლება კი ქალის რძის გამოყენება ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ საკვებში?


ამ კითხვას უკვე რამდენიმე წელია დადებითი პასუხი გასცა ლონდონში მდებარე რესტორნის მეპატრონემ, რომელსაც თავში მოუვიდა აზრად მომხმარებლებისთვის, არც მეტი არც ნაკლები, ქალის რძისგან დამზადებული ნაყინი შეეთავაზებინა. 1 პორცია ამგვარი ნაყინისა, რომელსაც მარტინის ფუჟერით მოგართმევენ, 14 ფუნტი სტერლინგი ღირს.

image


რძის პირველი მომწოდებელი იყო ქ. ლიდსის მკვიდრი, 35 წლის ვიქტორია ჰაილი. სწორედ მან მიჰყიდა რესტორანს პირველი 850 მლ. რძე, რაც საკმარისი აღმოჩნდა 50 პორცია ნაყინის დასამზადებლად. დღეს რესტორანი "მომწოდებლებს" 15 ფუნტ სტერლინგს უხდის ყოველ 10 უნცია (დაახლოებით 1 ჩ.ჭ.) რძეზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "მიმწოდებლობის" სურვილი ჯერ მხოლოდ 10-მდე ქალმა გამოთქვა.


image


აღნიშნული ნაყინი იყიდება სახელწოდებით "ბეიბი გაგა" და დანამატების სახით შეიცავს ვანილსა და ლიმონის ცედრას. კლიენტები ნაყინთან ერთად ხშირად ვისკისაც უკვეთავენ.


რესტორნის მფლობელი, ბ-ნი ო'კონორი ამტკიცებს, რომ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ნაყინის ინდუსტრია ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. ეს მეთოდი კი ნამდვილ სიახლეს წარმოადგენს.


მიუხედავად ამისა, ლონდონელების დიდი ნაწილი ამ "ტკბილეულს" ნამდვილ საძაგლობად მიიჩნევენ, იქნებ იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ხელოვნურ საკვებზეა გაზრდილი...



პირადად მე, ნამდვილად ვეთანხმები ლონდონელების დიდ ნაწილს, თუმცა ვაღიარებ, რომ მეც ხელოვნურ რძეზე გავიზარდე...საინტერესოა რას ფიქრობენ ამგვარ "დესერტზე" დედის რძეზე გაზრდილი მკითხველები....

0
53
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0