ტკბილეული სიმინდის ბურბუშელას ძეხვი - გემრიელი და მარტივი ნამცხვარი 2015, 18 აპრილი, 11:19 ![]() დაგვჭირდება: ბურბუშელა 70-80 გ. დაფხვნილი ბურბუშელა 2-3 ცალი; მშრალი საუზმე "ნესკვიკი" კაკაოთი 30-40 გ. შესქელებული რძე - 0, 5 ქილა; კარაქი - 100 გ. წვრილად დაჭრილი მარმელადის კანფეტი 6-8 ცალი; თხილი, ნიგოზი ან მიწისთხილი გემოვნებით. ![]() ყველა მშრალ ინგრედიენტს მოვათავსებთ ჯამში, დავამატებთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს და შესქელებულ რძეს. ხელით ავურევთ ყველაფერს. ![]() მაგიდაზე დავაფენთ ცელოფანს, მოვაყრით ბურბუშელას ნაფხვენს და ზედ გადმოვიღებთ ბურბუშელას მასას. მივცემთ ძეხვის ფორმას და შევახვევთ ცელოფანში. შევდებთ საყინულეში 1 საათით. ![]() გამოვიღებთ და დავჭრით. ![]() ![]() 193 6-ს მოსწონს 1-ს არა
|