საზოგადოება ადამიანები, რომლებიც სექსის დროს გარდაიცვალნენ - უცნაური ისტორიები 2015, 22 აპრილი, 23:24 სიკვდილი - ეს რა თქმა უნდა სახუმარო თემა არ არის, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის იმდენად უჩვეულო ვითარებაში ხდება, რომ თუ არ გაგეღიმება, გაგიკვირდება მაინც. აბა, რა შეიძლება იყოს სექსის დროს სიკვდილზე უცნაური? ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს, როცა სექსი ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის სიკვდილის მიზეზი გახდა. 1. რობერტ ჟილი ![]() 2001 წელს ამერიკელი ტურისტი ფილიპინებში სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა იმ დროს, როცა 21 წლის ქალის პორნოგრაფიულ სურათებს ათვალიერებდა. 53-წლის კალიფორნიელი იმდენად აღიგზნო, რომ გულმა უმტყუნა. 2. სანდრა ორელანა ქალი გადრაიცვალა სასტუმროს მე-8 სართულის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად. მიზეზი: აივნის მოაჯირზე უფროსთან სექსის დროს სანდრამ პოზის შეცვლა სცადა, წონასწორობა დაკარგა და... გადმოვარდა. 3. მარიო ბუჟენაუ და მისი მეგობარი ქალი 1999 წელს ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი და მისი მეგობარი ქალბატონი სახლში დაბრუნდნენ, მანქანა ავტოფარეხში შეაყენეს და აღელვებულები სექსით დაკავდნენ პირდაპირ მანქანაში. თუმცა ვნებების ქარცეცხლში მარიოს დაავიწყდა მანქანის ძრავის გამორთვა, რის გამოც ორივე მანქანაშივე გარდაიცვალა გამონაბოლქვი აირით. 4. სასი და ტომიო ხიდაკები ეს 34 წლის იაპონელი კაცი და ქალი ქორწილს ათი წელი ელოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სექსისგან კატეგორიულად თავს იკავებდნენ. და აი, როცა დადგა პირველი ღამე, ახლადშეუღლებულთა გულებმა ვერ გაუძლო ამხელა ემოციას... 5. აგიბის ხუნგაო 2002 წელს, მამაკაცმა, გვარად ხუნგაომ, სასტუმრო Dragon-ში (მანილა, ფილიპინები) მოაწყო უჩვეულო სექსი - ცოლთან და საყვარელთან ერთად. თუმცა ამ ყველაფერს აგიბისავე გულმა ვერ გაუძლო და ქალებს ხელში ჩააკვდათ. ექიმებმა გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ჩაწერეს, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა ვიაგრას ზედმეტი დოზა და "გადაჭარბებული სექსუალური გარყვნილება“. 6. ჰანიბალ კანტორი ![]() ცირკში მომუშავე ცხოველთა მწვრთნელმა 1993 წელს დაახრჩი საკუთარი ცოლი და შემდეგ თავიც მოიკლა. ბუქარესტის პოლიციის ცნობით, გარდაცვლილმა მამაკაცმა დატოვა წერილი, რომელშიც აღიარებდა, რომ არ შეეძლო შეგუებოდა იმ ფაქტს, რასაც ერთხელ თავად შეესწრო: მისი ცოლი სექსით იყო დაკავებული...ცხენთან. 7. საიმონ ბერლი სადომაზოხიზმის მოყვარულმა, 38 წლის საიმონ ბერლმა გადაწყვიტა სიკვდილით დასჯის სცენა გაეთამაშებინა: თავად, როგორც „სიკვდილმისჯილი“, დადგა სკამზე, ხოლო მისი მეგობარი ქალი, ელიზაბეტ ჰელამი, ნაცისტი ჯალათის როლში უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, „გესტაპოელმა“ ქალმა ვერ შეძლო პატარა დანით დროზე გადაეჭრა საიმონის ყელზე შემოხვეული სქელი თოკი, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. 8. ანიტა ჰაროლდი და რიჩარდ ლანგი ტრაგედია მოხდა 2002 წლის ნოემბერში. შეყვარებული წყვილი აღმოსავლეთ იორკშირიდან, ქალაქგარეთ გაემგზავრა, რათა მანქანაში სექსით დაკავებულიყო. მანქანა მდინაროს პირას დააყენეს და „საქმეს შეუდგნენ“ ისე, რომ ხელის მუხრუჭის ამოწევა არც გახსენებით. წყვილის ენერგიულმა მოძრაობამ მანქანა დაღმართში დააქანა და პირდაპირ მდინარეში ჩააგდო. დღემდე არავინ იცის რა გახდა წყვილის დაღუპვის მიზეზი - ვნებები, რომელმაც სრულიად მოწყვიტა შეყვარებულები რეალობას თუ მანქანის გაჭედილი კარი... 9. ჯიმი ფეროცო და ტერეზა ჰილი ![]() ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა სან-ფრანცისკოს ბარში, სახელწოდებით «Condor» - აშშ-ში პირველი ბარი, სადაც ოფიციალურად ნებადართული იყო სტრიპტიზი. ამ ბარს ერთი თავისებურება ქონდა: წვეულებების დროს დიდი საცეკვაო დარბაზის ცენტრში ჭერიდან უშვებდნენ ხოლმე თეთრ როიალს, რომელზეც ნახევრადშიშველი გოგონები ცეკვავდნენ. 1983 წლის ნოემბრის ერთ ღამეს, ბარის დაკეტვის შემდეგ დარაჯმა ჯიმიმ და სტრიპტიზ-მოცეკვავემ - ტერეზამ გადაწყვიტეს სექსით დაკავებულიყვნენ პირდაპირ როიალზე. პროცესში პარტნიორებმა ვერც კი შენიშნეს, რომ შემთხვევით აამოქმედეს ჰიდრავლიკური მექანიზმი. ამ უკანასკნელმა როიალის მაღლა, ჭერისკენ აწევა დაიწყო. შედეგად, როიალის სახურავზე "მოკალათებული" ფერეცო მუსიკალურმა ინსტრუმენტმა ჭერს მიაჭყლიტა და მაშინვე გარდაიცვალა, ხოლო კაცის სხეულის ქვეშ მოყოლილმა ქალმა კიდევ რამდენიმე საათი ძვლებგადამტვრეულმა იცოცხლა. 1379 10-ს მოსწონს 1-ს არა
|