x
image
worldsport.ge
კვატემოკ ბლანკო ფეხბურთიდან პოლიტიკაში წავიდა

imageლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი კვატემოკ ბლანკო ფეხბურთიდან წავიდა. მექსიკელმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება 42 წლის ასაკში გადაწყვიტა და ახლა პოლიტიკაში წასვლას გეგმავს.
“იმ კლუბებში, სადაც მითამაშია და ეროვნულ ნაკრებშიც, ყველა გამიხსენებს ფეხბურთელს, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა თავისი გუნდისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ყველას ვინც ჩემს გვერდით მუშაობდა და გულშემატკივრებს, რომელთა სითბოს მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი”, - თქვა აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა.
ბლანკომ შესანიშნავი კარიერა საფეხბურთო კლუბ “პუებლაში” დაასრულა, რომლის რიგებშიც მექსიკის თასზე “ჩივასთან” 4:2 მოგებული მატჩის ბოლო 20 ითამაშა და სწორედ ეს თამაში გამოდგა მის გრძელ კარიერაში ბოლო.
კარიერის საუკეთესო წლები მას მშობლიურ “ამერიკას” რიგებში გაუტარებია, რომლის შემადგენლობაშიც ჯამში 153 გოლი გაიტანა. ევროპაში კი ბლანკოს მხოლოდ ესპანური “ვალიადოლიდის” ღირსება დაუცავს.
მექსიკის ეროვნული ნაკრების მაისური კვატემოკ ბლანკომ 1995-2014 წლებში 120-ჯერ მოირგო და მეტოქეები 39 გზის დაამწუხრა. მას სამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც აქვს ნათამაშები (1998, 2002 და 2010 წლებში).


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0