ნამცხვრები რულეტი შოკოლადით - ძალიან გემრიელი და ლამაზი დესერტი (ფოტოინსტრუქცია) 2015, 21 აპრილი, 15:19 ეს რეცეპტი ებრაელი რუტ ოფეკის გამოგონებაა. იგი ადვოკატია და სამზარეულოში ტრიალისთვის დრო ძალიან ცოტა რჩება, თუმცა მაინც ახერხებს ოჯახის წევრები უჩვეულო და გემრიელი დესერტებით გაანებივროს. ინგრედიენტები: საფუარი 1 ს.კ. შაქარი 2/3 ჩ.ჭ. წყალი 2/3 ჩ.ჭ. ფქვილი 3, 5 ჩ.ჭ. მარილი 0.5 ჩ.კ. კვერცხი 2 ცალი ზეთი 100 გ. შიგთავსი: ჰალვა (სურვილისამებრ) - 150-200 გ. ბანანი - 1ან 2 ცალი შოკოლადის ფილა - 1, 5 ან 2 ცალი შეიძლება ასევე ქოქოსის ფანტელების კრემი: რძე 1 ჩ.ჭ. შაქარი 3/4 ჩ.ჭ. კარაქი 40 გ. ქოქოსის ფანტელები 200 გ. ვანილი მომზადება: ჯამში ერთმანეთში ავურიოთ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და თბილი წყალი. დავაცადოთ ამოსვლა (დაახლოებით 15-20 წთ.) მეორე ჯამში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი, დარჩენილი შაქარი, მარილი. როცა პირველი ჯამის შიგთავსი აფუვდება, ჩავასხამთ მას მეორე ჯამში და მოვზელთ ცომს. ამოვაგუნდავებთ, ჩავდებთ ზეთწასმულ ჯამში, გადავაფარებთ ცელოფანს და დავდებთ თბილ ადგილას ამოსასვლელად 1, 5 - 2 საათით. ამოსულ ცომს გავაბრტყელებთ, მივცემთ მართკუთხედის ფორმას. ჩავუჭრით გვერდებს ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული. დავადებთ შიგთავსს: მაგალითად, შეგვიძლია ქვევით დავაყაროთ დაფხვნილი ჰალვა, ან დაჭრილი ბანანი. ასევე შეგვიძლია დავადოთ ქოქოსის ფანტელების კრემი (ჩამოთვლილ ინგრედიენტებს ავურევთ, მივიყვანთ ადუღებამდე და გავაგრილებთ). ზემოდან დავადოთ შოკოლადის ფილები. ჩავწნათ რულეტი. დავაფაროთ მშრალი ტილო და დავაცადოთ ამოსვლა 30 წთ. შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდოთ გამოსაცხობად 180 გრადუსზე 20-30 წთ, სანამ რულეტი არ შეწითლდება. 398 8-ს მოსწონს
|