x
image
natia.a
ამოირჩიე შენი ვაშლი და შეიცანი საკუთარი თავი - ფსიქოლოგიური ტესტი

აირჩიეთ სურათზე გამოსახული ვაშლებიდან ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ნახეთ, რას იტყვის თქვენი არჩევანი თქვენსავე ხასიათზე.


image




ვაშლი 1
თქვენ ძალიან გულწრფელი ხართ: ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ. არ გრცხვენიათ იყოთ ის, ვინც ხართ. ფილოსოფიურად ხართ განწყობილი და სხვებზე უკეთ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ აღმასვლებსა თუ დაღმასვლებს. ბედნიერი ხართ და ამჯობინებთ ზედმეტად არაფერზე იდარდოთ. ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ჯანსაღი ვაშლი, რომელიც ეს წუთია თავად მოწყვიტეთ ხიდან.


ვაშლი 2
თქვენ გახსნილი და ენერგიული ადამიანი ხართ. თუ ცხოვრების მარილი მრავალფეროვნებაშია, მაშინ თქვენი ცხოვრება ძალიან მლაშე ყოფილა. თქვენ არა მხოლოდ გიყვართ თავგადასავლები, არამედ გჭირდებათ ისინი.
უმოქმედობა თქვენთვის სიკვდილის ტოლფასია! დაუდეგარი და ულტრათანამედროვე ხართ. ყველაფერი ახალი და თანამედროვე თქვენში დიდ ინტერესს იწვევს. თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ ვაშლი კარამელში, სხვადასხვაგვარი გემრიელობებით მორთული.


ვაშლი 3
საოცარი ვინმე ხართ. მართალია, თავს არ თვლით გამორჩეულ ადამიანად, მაგრამ სხვები ძალიან საინტერესო პიროვნებად გთვლიან. თქვენი ოპტიმიზმი, წარმოსახვისა და მშვენიერების შეგრძნების უნარი შთააგონებს თქვენს ირგვლივ მყოფებს. თქვენ
დამაჯერებელი ხართ მაშინაც კი, როცა არ ცდილობთ არავის დაჯერებას. ძალიან კარგი
რეპუტაცია გაქვთ და თქვენს რჩევებს ითვალისწინებენ. ყველაზე მეტად თქვენ სახლში
გამომცხვარი ვაშლის ნამცხვარი გესიამოვნებათ, რომელიც გარეგნულადაც და გემოთიც
მშვენიერია.


ვაშლი 4
თქვენ ძალიან ერთგული ხართ. წარმატებასაც და წარუმატებლობასაც მშვიდად ხვდებით. ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ხართ. თავშეკავებული და ცოტა მორიდებულიც. გირჩევნიათ მოუსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. არ გიყვართ ბალანსის დარღვევა. იმდენად სანდო და ერთგული ხართ, რომ თქვენთან ერთად არაფრის შიში არ უნდა ქონდეს ადამიანს. ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ერთ ჭიქა ვაშლის სიდრი, უმჯობესია სახლში დამზადებული.


ვაშლი 5
თქვენ მხიარული ადამიანი ხართ, ცხოვრობთ სავსე ცხოვრებით. თქვენ არ გჭირდებათ თავგადასავლების ძებნა, თქვენთვის ყოველი დღე მშვენიერია. აფასებთ თითოეული დღის გემოს, ბგერას, სურნელს. მნიშვნელობას ანიჭებთ ნებისმიერ დეტალს, მოგწონთ სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა. თქვენთვის დიდი სიამოვნება იქნება ვაშლის ოლადები, ცხელ-ცხელი, პიდაპირ ტაფიდან აღებული.


ვაშლი 6
თქვენ გამჭრიახი, გონიერი ადამიანი ხართ. სწრაფი აზროვნება და რეაქცია აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონტაქტური არ ხართ, საჭიროების შემთხვევაში კარგი მოსაუბრე და ხალისიანი ხართ. შეგიძლიათ ადამიანების გართობა. ერთდროულად მხიარული და ინტელექტუალური ხართ. ყველაზე დიდ სიამოვნებას თქვენ ახლად მოწყვეტილი ვაშლი მოგანიჭებთ, სოფლის ყველთან ერთად - ასეთი მარტივი და გემრიელი.



3
4203
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4203
  
2015, 22 აპრილი, 12:42
3 :D :D ფრთებს ვერ ვგრძნობ არადა :D
2015, 20 აპრილი, 16:08
1 და 6-ე მომეწონა ერთდროულად :))
0 1 3