ფეხბურთში უამრავი სხვადასხვა სახის რეკორდია დამყარებული და დამხობილი. დღეს კი ამ რეკორდთაგან ყველაზე უცნაური რეკორდების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რისი ნახვაც ნამდვილად საინტერესო და სახალისო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.
დანარჩენს კი უფრო გარკვევით და ვრცლად ჩვენივე ფოტო კოლაჟში გაეცნობით.
ფოტო 1: უილიამ ფულკი (193 სმ) – ეს ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მძიმეწონიანი გახლდათ. ფულკი არც მეტი, არც ნაკლები 150 კგ-ს იწონიდა. უილიამი 1874 წელს დაიბადა და 1916 წელს გარდაიცვალა.
ფოტო 2: ლუტც პფანენსტიელი – ამ ადამიანმა კარიერის განმავლობაში 25 გუნდი გამოცივალა. მოახერხა და ფიფას 6-ვე კონფედერაციის გუნდებში ითამაშა. ამჟამად იგი გერმანულ “ჰოფენჰამში” მუშაობს.
ფოტო 3: ნავაფ ალ-აბედი (“ალ ჰილალი”) – ამ ფეხბურთელმა 2009 წელს გამართულ “ალ ჰილალისა” და “ალ შოლაჰის” შეხვედრაში (4:0) ანგარიში მე-2 წამზე გახსნა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფია.
ფოტო 4: ყველაზე სწრაფი გოლი ეროვნული ნაკრებების შეხვედრებში სან მარინოელ დავიდე გუატიერის აქვს გატანილი. 1993 წლის 17 ნოემბერს, მან ინგლისის ნაკრებს მატჩის დაწყებიდან 8 წამში გაუტანა.
ფოტო 5: ყველაზე გვიანი გოლი კი თურქმა სემიჰ სენთურქმა 2008 წლის 20 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიტანა. ხორვატიის ნაკრებს სემიჰმა 121-ე წუთზე გაუტანა.
ფოტო 6: ინგლისელი სტენლი მეთიუზი ფეხბურთს ყველაზე დიდ ხანს თამაშობდა. მან კარიერა 1965 წელს “სტოკ სიტიში” 50 წლისა და 5 დღის ასაკში დაასრულა.
ფოტო 7: ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონლებს შორის უთამაშია ბოლივიელი მაურისიო ბალდივიზეო გახლავთ. 2009 წლის 19 ივლისს, მიის დებიუტი ბოლივიის ჩემპიონატში მაშინ შედგა, როცა 12 წლისა და 363 დღის იყო.
ფოტო 8: ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ერთი გუნდის რიგებში კი თურქ საით ალტინორდუს აქვს გატარებული. ალტინორდუ “კულუბუსპორის” ღირსებას 1926 წლიდან 1953 წლებში, მთელი 27 სეზონის განმავლობაში იცავდა.
ფოტო 9: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია, ჩრდილოეთ ირლანდიელი ნორმან უითესაიდია. მას დებიუტი 1982 წლის მუნდიალზე 17 წლისა და 41 დღის ასაკში ჰქონდა.
ფოტო 10: ყველზე მხცოვანი მოთამაშე კი კოლუმბიელი ფარიდ მონდრაგონია. სამხრეთამერიკელმა 2014 წლის მუნდიალზე იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის ბოლო 5 წუთი ითამაშა. იმ დროისთვის მონდრაგონი 43 წლისა და 3 დღის გახლდათ.
ფოტო 11: ეგვიპტელ აჰმედ ჰასანზე მეტჯერ ეროვნული ნაკრების მაისური არცერთი ქვეყნის ფეხბურთელს არ ჩაუცვამს. ჰასანმა ფარაონების ღირსება 1995 წლის 29 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე დაიცვა და ჯამში 184 მატჩი დაუგროვდა.
ფოტო 12: ირანელ ალი დაეის კი ყველაზე რეკორდი ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების მიხედვით ეკუთვნის. მის ანგარიშზე 149 ჩატარებულ სანაკრებო შეხვედრაში გატანილი 109 გოლია.
ფოტო 13: ბრაზილიელი როჟერიო სენი გოლეადორი მეკარეა. “სან პაულუს” კარის დარაჯს მეტოქე კოლეგები 127-ჯერ ჰყავს დამწუხრებული.
ფოტო 14: ჩინელი იანგ ჩანგპენგი ყველაზე მაღალი ფეხბურთელია. “ინჩხუანის” თავდამსხმელი (ჩინეთის მე-2 ლიგა) 211 სმ-ია.
ფოტო 15: ელტონ ჟოზე ხავიერ გომესი – ეს ბრაზილიელი კი პირიქით – იგი ყველაზე დაბალია. მისი სიმაღლე მხოლოდ 154 სმ-ია.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge