საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შემადგენლობაში ბრიუგეში გაემგზავრა.
16 აპრილს, “დნიპრო” უეფას ევროპის ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩს სტუმრად ბელგიის “ბრიუგესთან” ჩაატარებს. მომავალი შეხვედრა ბრიუგეში იან ბრეიდელის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.
კანკავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად ევროთასებზე ასპარეზობს. მან ხსენებულ ტურნირზე ერთი გოლიც გაიტანა. კერძოდ, შინ საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ (2:0) მატჩში.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge