ტკბილეული შემწვარი რძე - უგემრიელესი ესპანური დესერტი 2015, 14 აპრილი, 14:39 ![]() ინგრედიენტები: კვერცხი 3ცალი ფქვილი 300 გ. შაქარი 150 გ. ვანილი 1 ჩ.კ. დარიჩინი 0.5 ჩ.კ. რძე 0.5 ლ. კარაქი 150 გ. საფანელი - 250 გ. ნახევარი ლიმონის ცედრა ზეთი შესაწვავად ![]() კარაქი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. როცა გალღვება, ქვაბში ჩავყაროთ ფქვილის საერთო რაოდენობიდან 2/3 და თან განუწყვეტლივ ვურიოთ ხელის სათქვეფით. გავაგრელოთ რევა კიდევ 2 წუთი, ისე, რომ ცეცხლიდან არ გადმოვდგათ. ![]() ჩავყაროთ შაქარი და ისევ კარგად ავურიოთ. ![]() დავამატოთ ლიმნის ცედრა და დარიჩინი. ჩავასხათ რძე, ვურიოთ მანამ, სანამ კრემი დუღილს დაიწყებს. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცოტა გავაგრილოთ (დაახლოებით 5 წთ.) მანამდე კვერცხის გულები და ცილები გავაცალკევოთ. ჩავათქვიფოთ თბილ მასაში კვერცხის გულები თითო-თითოდ, ვთქვიფოთ ხელით სწრაფად, რათა კვერცხმა მოხარშვა არ მოასწროს. ![]() ფართო, ნაკლებად ღრმა ჭურჭელზე წავუსვათ ზეთი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ჩავასხათ მიღებული კრემი და მოვასწოროთ ზედაპირი (კრემის მასა უნდა იყოს დაახლოებით 2 სმ. სისქის). ![]() გავაგრილოთ და შემდეგ შევდოთ მაცივარში 3 საათით. გაცივებული კრემი გამოვიღოთ, დავჭრათ კვადრატებად, რომბებად ან სამკუთხედებათ, ჩვენი სურვილისამებრ. ![]() ავთქვიფოთ კვერცხის ცილები. კრემის თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხის ცილაში, ბოლოს კი - საფანელში. ![]() ![]() ![]() შეგვიძლია მოვასხათ მურაბის წვენი ან ხილფაფა. თუმცა ესპანეთში ამ დესერტს ზემოდან ლიქიორს ასხამენ, ცეცხლს უკიდებენ და სუფრაზე ისე მიაქვთ. ![]() 766 9-ს მოსწონს 1-ს არა
|