x
image
worldsport.ge
კუიტმა “ფეინოორდთან” კონტრაქტი გააფორმა

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ვეტერანმა დირკ კუიტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თურქულ “ფენერბახჩეს” დატოვებს და კარიერას სამშობლოში, “ფეინოორდში” გააგრძელებს.
34 წლის ფორვარდის მოქმედ კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის, რის შემდეგაც ძალაში შევა “ფეინოორდთან” გაფორმებული შეთანხმება, რომელიც 1 წელიწადზეა გათვლილი. ამის შესახებ დირკმა De Telegraaf-თან საუბარში განაცხადა.
“ზაფხულში სახლში დავბრუნდები. ერთი სული მაქვს კვლავ გავიდე “დე კეიპის” მინდორზე. ჩემი მიზანია, რომ გუნდში კიდევ ხუთი წელიწადი გავატარო. “ფეინოორდში” დაბრუნება მუდამ იყო ჩემი პრიორიტეტი. როტერდამში დაბრუნებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ “ლივერპულის” ფეხბურთელი ვიყავი და ამის საშუალება არ მომეცა. ახლა არანაირი დაბრკოლება არაა” - თქვა კუიტმა.
“უტრეხტის” აღზრდილმა ფეხბურთელმა “ფეინოორდში 2003-იდან 2006 წლამდე 101 თამაში ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის ინგლისის პრემიერლიგის “ლივერპულში” გადავიდა და 208 შეხვედრაში 51 გოლი მიითვალა, ხოლო 2012 წლიდან “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავს და 87 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურით მან 104 თამაშში 24 გოლი გაიტანა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0