x
image
natia.a
რა კავშირშია ფინანსური წარმატება დაბადების თარიღთან - გაიარეთ ტესტი!
imageწარმოიდგენდით ოდესმე, რომ ფინანსური წარმატება პირდაპირ კავშირში იქნებოდა დაბადების თარიღთან? გაგაცნობთ ნუმეროლოგიის საოცარ მეთოდს სიმდიდრის განსაზღვრისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენს დაბადების თარიღს. ეს უნიკალური მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ადამიანის სუსტი და ძლიერი მხარეები, ფარული შესაძლებლობები და ამავდროულად, გვირჩევს საით უნდა მივმართოთ ჩვენი ბიოენერგეტიკული ნაკადები, რათა შედეგად მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. პირველ რიგში უნდა გაიგოთ რომელია "თქვენი ციფრი" - სწორედ ეს იქნება თქვენი ბიომატრიცის კოდი. ამისთვის უნდა შეკრიბოთ თქვენი დაბადების დღის, თვისა და წლის ციფრები და დაიყვანოთ ერთ ციფრამდე.


image


მაგალითად: თქვენ დაიბადეთ 1968 წლის 3 ივლისს. თავიდან განსაზღვრეთ ყველა ის ფიცრი, რომელიც უნდა შეიკრიბოს: 3 + 7 + 1968 = 1978. შემდეგ მიღებულ რიცხვში არსებული ყველა ციფრი შეკრიბეთ: 1 + 9 + 7 + 8 = 25. ბოლოს კი დაიყვანეთ ერთ ციფრამდე: 2 + 5 =7.

ახლა, როცა თქვენ უკვე იცით რომელია თქვენი ციფრი, გაიგეთ, რისი გაკეთება სჯობს სიმდიდრის მოსაპოვებლად და რას უნდა ერიდოთ.


თქვენი ციფრია 1. ამ ციფრის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ამბიციურები არიან, ძლიერი ხასიათის, აშკარა ლიდერები. სიმდიდრის მოსახვეჭად მათ უნდა განავითარონ იუმორის გრძნობა და ლოიალურები იყვნენ გარშემომყოფთა მიმართ, უნდა ეწეოდნენ აქტიურ ცხოვრებას. პრობლემების გადაჭრის საუკეთესო დღე მათთვის ოთხშაბათია. სწორედ ამ დღეს სჯობს მნიშველოვანი მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება.



თქვენი უარყოფითი თვისებებია: ეგოიზმი, სიამაყე, მკვეხარობა.


თქვენი ციფრია 2. თქვენთვის უმჯობესია არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური მუშაობა. უნდა ეცადოთ საკუთარ თავში განავითაროთ სხვებთან კონტაქტის, სხვაზე ზრუნვის, სიკეთის კეთების უნარი, რაც დაგეხმარებათ სიმდიდრის ენერგიის სწორად წარმართვაში.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: ზედმეტი ემოციურობა, საკუთარი თავის არასათანადო დაფასება და შიში რისკის მიმართ, რაც აუცილებლად უნდა გადალახოთ, რათა სიმდიდრის გზაზე წარმატებას მიაღწიოთ.


თქვენი ციფრია 3. თქვენ ფლობთ თანდაყოლილ ინტუიციას, ენთუზიაზმს, კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. თქვენ უნდა განავითაროთ წარმოსახვა და შეიძინოთ დიდი რაოდენობით მეგობრები. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ წინათგრძნობას. უფრთხილდით წყალს, რადგან ეს სტიქია სიმდიდრის ნაკადის გზაზე დიდ წინაღობად შეიძლება იქცეს.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: ეჭვიანობა, ენაგრძელობა, მოუთმენლობა. არაკრიტიკულობა.


თქვენი ციფრია 4. ამ ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა განავითარონ სერიოზულობა და მოთმინება. დაგეგმეთ მხოლოდ გრძელვადიანი პროექტები, უარი თქვით მოკლევადიან პერსპექტივებზე. მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი სამუშაო კარგად გამოგდით, არ შეგრცხვეთ ფიზიკური მუშაობის. გამომუშავებულ ფულს გაუფრთხილდით, გამოიყენეთ იგი ოჯახისთვის ან შეიძინეთ უძრავი ქონება. უფრთხილდით აზარტულ თამაშებს.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: მბრძანებლობა, სხვებზე ზეწოლა, კრიტიკულობა, მოუთმენლობა, სიზარმაცე.


თქვენი ციფრია 5. ისეთი სამუშაო უნდა შეარჩიოთ, რომელზეც მისვლას და წასვლას საკუთარი სურვილისამებრ შეძლებთ. ფინანსური წარმატება მოვა სხვა ადამინებთან თანამშრომლობის შედეგად. არ შეგეშინდეთ მოღვაწეობის სფეროების ხშირი შეცვლის, იარეთ ახალ ადგილებში: "ხუთიანებს" რუტინული ცხოვრება მალე ბეზრდებათ. მოერიდეთ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: უპასუხისმგებლობა და გულგრილობა.


თქვენი ციფრია 6: თქვენ უმჯობესია სხვებს ემსახუროთ. ფულის მოსაზიდად სასიკეთო ენერგეტიკის შესაქმნელად, ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს. ნუ შეუშინდებით იმ ფაქტის გამოყენებას, რომ ხართ სიმპათიური და გულღია. ხალხი იფიქრებს, რომ სამართლიანიც ხართ და წარმატებით გადაწყვეტთ ნებისმიერ დავას. ფინანსური წარმატება მოგივათ ყველა იმ სამუშაოდან, რომელიც უკავშირდება სახლს, სასწავლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ და აღმზრდელობით მუშაობას.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: ზედმეტი სიამაყე, სხვების საქმეში ცხვირის ჩაყოფა, სიჯიუტე, უგულობა და სხვების გათელვა.


თქვენი ციფრია 7. თქვენ გამუდმებით ეძებთ ახალ-ახალ ცოდნას, გიყვართ ახალი ინფორმაციის მიღება. შვიდიანი მარტოსულების ციფრია: ალბათ გიყვართ დროის ტარება საკუთარ თავთან მარტო ყოფნაში. სიმდიდრის მისაღწევად გამოიყენეთ ეს დრო კითხვაში, სწავლაში, ფიქრში, რაიმე ახლის გამოგონებაში. არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ ფიზიკური შრომით, თქვენ ასე ფულს ვერ გამოიმუშავებთ. ლიდერობა თქვენი საქმე არ არის, წარმატება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ დაუღალავი ინდივიდუალური, პროფესიული შრომის შედეგად. თქვენ თავდაჯერებული, გაწონასწორებული ხართ და ფლობთ არაორდინალურ მენტალურ უნარებს.



თქვენი უარყოფითი თვისებებია: მელანქოლიურობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ალკოჰოლისკენ მიდრეკილება, მოუთმენლობა.


თქვენი ციფრია 8. გამდიდრებისკენ თქვენი გზა არც თუ ისე ადვილია; ფინანსური წარმატება დიდი ძალისხმევის შედეგად მოგივათ. უნდა მიეჩვიოთ სხვებისთვის მუშაობას. ეცადეთ მოხვდეთ დიდ ბიზნესში, რადგან, როცა მსხვილ კომპანიაში დაიწყებთ მუშაობას, თქვენი საფულეც სასიამოვნოდ მოსუქდება. ამ მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ საღი აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო გამბედაობა, მყარი პრინციპები. განავითარეთ საკუთარ თავში ორატორის უნარები: ამან შეიძლება წარმატებისკენ გზა გაგიხსნათ.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: ზედმეტი ამბიციურობა, ჯანმრთელობის უგულვებელყოფა, მოუთმენლობა, უფლებების ბოროტად გამოყენება, სიძუნწე.



თქვენი ციფრია 9: განავითარეთ საკუთარ თავში მოთმინებისა და სხვების გაგების უნარი. სცადეთ დაეხმაროთ და რჩევები მისცეთ სხვებს ფინანსური პრობლემების გადაჭრაში. უბიძგეთ მათ შრომისკენ. ნუ მოინდომებთ საკუთარი თავისთვის ძალაუფლებას, ნურც თანამშრომლების მხრიდან მგზნებარე სიყვარულს დაელოდებით. შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ მატერიალური კეთილდღეობა ისეთი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელი დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან.


თქვენი უარყოფითი თვისებებია: გაბოროტებულობა, სიძუნწე, მორიდებულობა, გაუბედავობა.

1
367
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
367
  
2015, 6 აპრილი, 23:37
საინტერესოა))
0 1 1