ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი და მისი თანამემამულე, ფრანგი ფორვარდი ოლივე ჟირუ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად აღიარა.
გასულ თვეში “არსენალმა” ინგლისის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივე მოიგო. შესაბამისად, ვენგერის ანგარიშზე 12 ქულაა. 28 წლის ფეხბურთელმა ოთხივე შეხვედრაში გაიტანა გოლი და საბოლოო ჯამში მეტოქე 5-ჯერ დაამწუხრა.
ფრანგმა შემტევმა ჰარი კეინსაც აჯობა. “ტოტენჰემის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა მარტში 4 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ჟირუს აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც ჰქონდა. ამავდროულად, ინგლისელმა გოლების გატანა მხოლოდ ორ შეხვედრაში შეძლო.
საუკეთესო მწვრთნელთა და ფეხბურთელთა სია მიმდინარე სეზონში თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
აგვისტო
მწვრთნელი: გარი მონქი (“სუონსი”), ფეხბურთელი: დიეგო კოშტა (“ჩელსი”).
სექტემბერი
მწვრთნელი: რონალდ კუმანი (“საუთჰემპტონი”), ფეხბურთელი: გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”).
ოქტომბერი
მწვრთნელი: სემ ელერდაისი (“ვესტ ჰემი”), ფეხბურთელი: დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”).
ნოემბერი
მწვრთნელი: ალან პარდიუ (“ნიუკასლი”), ფეხბურთელი: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”).
დეკემბერი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), ფეხბურთელი: ჩარლი ოსტინი (ქპრ).
იანვარი
მწვრთნელი: რონალდ კუმანი (“საუთჰემპტონი”), ფეხბურთელი: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
თებერვალი
მწვრთნელი: ტონი პულისი (“ვესტ ბრომვიჩი”), ფეხბურთელი: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
მარტი
მწვრთნელი: არსენ ვენგერი (“არსენალი”), ფეხბურთელი: ოლივიე ჟირუ (“არსენალი”)
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge