x
image
worldsport.ge
პაოკ-ი ლორიას 200000 სთავაზობს, ქართველ მეკარეს ორჯერ მეტი სურს

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია საბერძნეთის პაოკ-ის წარმომადგენლებს 2 აპრილს მეორედ შეხვდება. ამის შესახებ ბერძნული მედიაპორტალი onsports.gr-ი იუწყება.
1-ელ აპრილს ლორია პაოკ-ის პრეზიდენტ იაკობ ანგელიდეს და აღმასრულებელ დირექტორ მარია გონჩარევას შეხვდა. სხვათა შორის, პაოკი-ს მეპატრონე რუსი ოლიგარქი ივან სავიდია, რომელიც თავის დროს როსტოვის სკა-ს ფლობდა.
ბერძნებმა ლორია ოთხწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 200000 ევრო შესთავაზეს. ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 400000 ევროს მიღება უნდა. პაოკ-ს ქართველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება არ აქვს, მაგრამ მას მოსაფიქრებლად კიდევ ერთი დღე მისცა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
187
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
187
  
2015, 2 აპრილი, 18:08
ჩემი აზრით, უნდა დათანხმდეს, ბერძნები მეტს ვერ გადაუხდიან.
0 1 1