x
image
worldsport.ge
ამერიკელი სენატორები რუსეთის მუნდიალს ეწინააღმდეგებიან

imageimageამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვას. ამის მთავარ მიზეზად დონბასში წარმოებული საბრძოლო მოქმედებებს და ყირიმის ანექსიას ასახელებენ. ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს ღია წერილით მიმართეს.
“რუსეთს მიეცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, რაც მის პრესტიჟს აძლიერებს. ვლადიმერ პუტინის ქმედებები გაუმართელებელია. უკრაინაში წარმოებული საბრძოლო ქმედებების გამო მისი სახელმწიფო ეკონომიკურ სანქციებს იმსახურებს. მიუხედავად ამისა რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის უფლება მიეცა, რაც მსოფლიოს ფეხბურთის მართველი ორგანოსთვის მიუღებელი უნდა იყოს”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ამერიკელი სენატორები რობერტ მენენდესი, რონ ჯონსონი, კონ მაკეინი და როჩარდ დურბინი აწერენ.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0