x
image
natia.a
ამ უჩვეულო და გემრიელი კვერცხებით სააღდგომოდ ყველას გააოცებთ!


image
გთავაზობთ სააღდგომო კვერცხების თემატიკაზე საინტერესო ვარიაციას, სახელწოდებით "კვერცხი-კექსები". მერწმუნეთ, ამით თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ.


მაშ ასე, შევუდგეთ მომზადებას:


1. დაგჭირდებათ 6 კვერცხი.

image



2. კვერცხის თავზე სურათზე მოცემული მეთოდით გააკეთეთ ხვრელი.

imageimageimage


3. გადმოღვარეთ კვერცხების შიგთავსი ჯამში.

imageimage


4. კარგად გარეცხეთ ნაჭუჭი გამდინარე წყლით.

imageimage


5. მოათავსეთ ნაჭუჭი მარილწყალში რამდენიმე წუთით.

image


6. მრგვალი კექსების ფორმებში ჩააფინეთ ფოლგა ისე, რომ ჩაღმავებული ფორმა მიიღოს.

image


7. ჩააწვეთეთ ცოტაოდენი ზეთი ნაჭუჭში (ეს აუცილებელია, რათა კექსები არ მიეკრას).

image


8. მოამზადეთ ჩვეულებრივი, მსუბუქი ბისკვიტის ცომი, გამოიყენეთ კვერცხების შიგთავსი.

image


9. ცომი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ჩაასხით ნაჭუჭებში.

imageimage


10. შედეთ კვერცხები ღუმელში 15 წუთით.

image


11. აი, ასე გამოიყურება ღუმელიდან გამოღების შემდეგ.

image


12. გაასუფთავეთ ნაჭუჭები ზედმეტი ცომისგან.

image

image


13. ფრთხილად მოაცილეთ ნაჭუჭი.

imageimageimage


14. მიიღებთ ამგვარ კვერცხ-კექსებს.

image



15. შეგიძლიათ მორთოთ "კვერცხები" ათქვეფილი ნაღების კრემით ან ნებისმიერი სასურველი მოსართავით.

image

6
744
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
744
  
2015, 5 აპრილი, 15:14
ეს აუცილებლად უნდა ვცადო,მაგარია...
2015, 3 აპრილი, 19:47
კარგი იდეაა ))
2015, 2 აპრილი, 16:38
რამდენ გრადუსყე უნდა გამოცხვეს?
2015, 1 აპრილი, 23:54
ისე ორიგინალურია:)
2015, 1 აპრილი, 23:54
:დდდდ მე ასეთი რამეები არც თუ ისე მიყვარს
2015, 1 აპრილი, 22:50
მანჩომ თუ წაიკითხა..გამოადგება. პროფესიულ საქმეში...საინტერესოა...
0 1 6