x
image
worldsport.ge
ლორია სალონიკში პაოკ-თან მოსალაპარაკებლად ჩავიდა

imageგიორგი ლორია სალონიკშია და მოლაპარაკებას პაოკ-თან აწარმოებს, რომელსაც ამჟამად საბერძნეთის 18-გუნდიან საფეხბურთო სუპერლიგაში მე-3 ადგილი უკავია.
ინტერნეტპორტალ zougla.gr-ი იუწყება, რომ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩის შემდეგ, ლორია სტამბოლის გავლით ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩავიდა. ამ ვიზიტის შედეგად, არაა გამორიცხული 28 წლის მეკარემ მომავალი სეზონი სწორედ სალონიკურ კლუბში დაიწყოს.
ლორიამ ფინანსურად ძალიან გაჭირვებულ ოფი-ში თავი კარგად წარმოაჩინა და რამდენიმე ბერძნული კლუბი დააინტერსა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0