საზოგადოება შვეიცარიაში სპაგეტის რეკორდული მოსავალი მიიღეს - რა გადმოსცა ВВС-მ (+ ვიდეო) 2015, 1 აპრილი, 10:50 ![]() კადრებზე ხედავთ სამხრეთ შვეიცარიის ერთ-ერთ ფერმაში სპაგეტის მოსავლის აღებას. ![]() ![]() ![]() სწორედ ეს ნიუსი და ვიდეოკადრები გავიდა ВВС-ზე საინფორმაციო გადაცემაში "Panorama" 1957 წლის 1 აპრილს. იმ დროს სპაგეტი დიდ ბრიტანეთში ახალი შესულ იყო და ბევრმა არ იცოდა, რისგან მზადდებოდა, ამიტომ მაყურებელთაგან ბევრი ვერ მიხვდა, რომ ეს მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობა იყო. რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც კი დარეკა, რათა გაეგო, სად შეიძლებოდა შეეძინა მაკარონის ხეების ნერგები. ВВС-ს ეს გადაცემა ყველა დროს საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობად იქნა აღიარებული. გთავაზობთ ВВС-ს მიერ 1957 წელს გაშვებული ამ ნიუსის ვიდეოჩანაწერს: 138 7-ს მოსწონს
|