შოუბიზნესი ქეთა თოფურია ორსულობას აღარ მალავს! 2015, 31 მარტი, 8:21 რუსული ესტრადის ქართველი მომღერალი, ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის ყოველ ნაბიჯს აშუქებს რუსული მედია. მას შემდეგ, რაც ქეთა ცოლად გაყვა ებრაელ ბიზნესმენს, ლევ გეიჰმანს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქეთა ფეხმძიმედ იყო, მაგრამ მომღერალი ამის შესახებ არასოდეს არ საუბრობდა და სანამ ცხადი არ გახდა მისი ორსულობა, ასე მკითხაობდნენ...
ქეთა თოფურია ოსტატურად მალავდა თავის მდგომარეობას, არ აჩენდა მუცელს. ინსტაგრამაზეც ისეთ ფოტოებს ტვირთავდა, სადაც ვერც კი შეამჩნევდით მის ორსულობას.
მაგრამ, როგორც ჩანს ქეთამ გადაწყვიტა ამ საიდუმლოსთვის ფარდა აეხადა და მან გამოაჩინა თავისი მუცელი, ატვირთა ფოტოები ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 2 დღის წინ. ფოტოს სადაც მეუღლე მუცელზე ეფერება წააწერა: "Am i like a kinder surprise?"
ქეთას მეუღლე მილიონერი ლევ გეიჰმანი, მასზე 12 წლით უფროსია. ბიზნესმენისთვის ეს მეორე ქორწინებაა, მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს 16 წლის გოგონა, სოფია. ქეთასთვის კი ეს პირველი შვილი იქნება და როგორც ამბობენ სქესიც ცნობილია, მათ გოგონა ეყოლებათ. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ქეთა თოფურია 7-8 თვის ორსულია. რუსმა მომღერალმა ტიმატიმაც ატვირთა ფეხმძიმე ქეთასთან გადაღებული ფოტო, წარწერით "არ არის არაფერი იმაზე მშვენიერი, ვიდრე ბედნიერი ორსული ქალი!!! ქეთა, მე ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო!!!" ჯანმრთელი შვილის დაბადებას და ბედნიერ დედობას ვუსურვებთ ქეთას! 95 3-ს მოსწონს 1-ს არა
|