x
image
ვიზა კოხაძე
რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

საქართველო მაინცდამაინც დიდი ქვეყანა არ არის და აქ ძალიან მრავალრიცხოვანი გვარები არ გვხვდება. გვარი, როგორც პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტი, მსოფლიოში შედარებით გვიან გაჩნდა, თუმცა, ქართველებს ეს ატრიბუტი გაცილებით ადრე ჰქონიათ. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ გვარის ცნება საქართველოშიც გვიან გაჩნდა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს მეფეებსა და მთავრებს საუკუნეების წინათ ჰქონდათ გვარები, თუმცა, მასობრივად გვარების დარქმევა გვიან დაიწყო. image

თსუ-ის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე ფიქრობს, რომ - "ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი გვარის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პიროვნება, რომელსაც გაბრიელ დაფანჩულს უწოდებდნენ და რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვიამბობს. ყველას გვახსოვს, გრიგოლ ხანძთელი თავის მოწაფეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდა, იქ მას მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი აზნაური, გაბრიელ დაფანჩული დახვდა. ავტორი ანუ გიორგი მერჩულე ამბობს, რომ დაფანჩულები საქართველოში საუკუნის შემდეგაც ცხოვრობდნენ. სწორედ ეს არის გვარი - წოდება, ერთგვარი მახასიათებელი, რომელიც ადამიანმა შთამომავლობით, მემკვიდრეობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. ასე რომ, გვარის საუკეთესო ნიმუში არის სწორედ გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები პერსონაჟი - დაფანჩული, რომელიც მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა.

მსოფლიოში გვარის ცნება XIV-XVI საუკუნეში გაჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში - XIX-XX საუკუნეებში"..

ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის სახელს უკავშირდება შუა საუკუნეების ქართული მონასტრის ხანძთის მონასტრის მშენებლობა, რომელიც ისტორიის მიხედვით დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა . აქ თავიდან ხის ეკლესია იყო, მაგრამ შემდეგ გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა.image


1
1762
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1762
  
0 1 1