სხვა სააღდგომო კვერცხების განსაცვიფრებელი დიზაინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2015, 28 მარტი, 17:40 დრო სოაცრად სწრაფად და შეუმჩნევლად მიჰქრის... ცოტაც და ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაული-აღდგომა დადგება. მაინც რატომ ველოდებით ასე მოუთმენლად ამ დღეს?-რაღა თქმა უნდა, სააღდგომო პასქის და წითლად შეღებილი კვერცხების გამო, რომლებიც განსაკუთებით პატარებს ახარებს. მოდით, მცირე ვირტუალური მოგზაურობა ჩავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ, თუ როგორ ღებავენ და რთავენ კვერცხებს საააღდგომოდ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში.
იაპონია თქვენ რომ იაპონიაში ცხოვრობდეთ, მაშინ სააღდგომო კვერცხებს მორთავდით ნაირფერი ნაყშებით, რომელსაც შემდეგნაირად აკეთებენ: ქაღალდისაგან გამოჭრიან სხვადასხვა ფორმის ნაყშებს, დააწებებენ კვერცხებზე, შემდეგ კვერცხებს ხარშავენ საღებავში და გაციების შემდეგ აცილებენ ქაღალდს.. შედეგი სახეზეა. აშშ ჩვენი გართობა სააღდგომო კვერცხებით საშუალო სტატისტიკის ამერიკელს ბავშვურ ხუმრობად მოეჩვენებოდა. რას არ ნახავთ იქ: სააღდგომო კურდღელს, შოკოლადის კვერცხებს და მულტფილმების სტილში გადაწყვეტილ სპეციალურ სასაჩუქრე კალათებსაც კი... და კიდევ: ამერიკელებს ძალიან უყვართ შეჯიბრება სააღდგომო კვერცხების გაგორებაში; გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც უფრო შორს გააგორებს წითელ კვერცხს დახრილ გაზონზე. ამ გართობაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტიც კი მონაწილეობს და განსაკუთრებით იღბლიანებს შეიძლება თამაშის დასრულების ბოლოს სპეციალური დიზაინით მოხატული კვერცხიც კი შეხვდეთ საჩუქრად, თავად აშშ-ის პირველი პირის ავტოგრაფით დამშვენებული. საბერძნეთი აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ჩვენთან: კვერცხებს ძირითადად წითლად ღებავენ და ის, ვისი კვერცხიც დიდხანს არ გატყდება, ყველაზე იღბლიანად ითვლება. უნგრეთი უნგრეთში ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში: რა სილამაზეა, არა? ლატვია ლატვიაში ყველაფერი ძველი ტრადიციების მიხედვით ხდება: კვერცხებს ხახვის ფოჩებში ხარშავენ. უკრაინა უკრაინული "პისანკები" თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ლამაზად და დახვეწილად. წარმოდგენაც კი მიჭირს, რამდენი დრო წავიდოდა თითოეული ამ სასწაულის შექმნაზე. საფრანგეთი თუ თქვენ ფრანგი ხართ, მაშინ აღდგომას გლობალური აზროვნებით შეხვდებით: მორთულ-მოკაზმული კვერცხები დაე სხვა ერებს ჰქონდეთ, თქვენ კი უზარმაზარ ომლეტს გააკეთებთ ერთბაშად 4500 კვერცხისაგან. ჩეხეთი კვერცხების დამუშავების ეს რთული ტექნიკა გამოიხატება იმაში, რომ წვრილი მავთული ოსტატურად დაახვიოთ ცარიელი კვერცხის გაშემო. არც ისე იოლია, არა? პოლონეთი ამოკაწრო ბასრი დანით შეღებილი კვერცხის ზედაპირზე ასეთი რთული ნაყშები - არც ესაა იოლი და დიდ ოსტატობას მოითხოვს. რუმინეთი ეს სააღდგომო კვერცხები ძალიან ჰგავს უკრაინულ პისანკებს, მაგრამ რუმინულმა კულტურამ მათ დეკორზე მაინც თავისებურად იმოქმედა. შვეიცარია აქ სჯერავთ, რომ ჭა-სიცოცხლის დასაწყისია და რადგან აღდგომა-ახალი სიცოცხლის დღესასწაულად ითვლება, ადგილობრივები არამარტო კვერცხებს ალამაზებენ, არამედ ჭებსაც რთავენ ნაირფრად შეღებილი კვერცხებით. ეგვიპტე ფარაონების დროიდან მოყოლებული (ჯერ კიდევ აღდგომის დღესასწაულის დაარსებამდე) ეგვიპტელები კვერცხებს აი ასეთ ფერად ღებავდნენ სხვადასხვა მცენარეების დახმარებით. იტალია წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რომ ეს სულ შოკოლადია? მექსიკა სააღდგომო კანფეტები გგონიათ?- სულაც არა, ეს მექსიკური სააღდგომო კვერცხებია, რომელსაც ადგილობრივები კასკარონეს ეძახიან. ბულგარეთი აი, ასეთ სილამაზეს ნახავთ ბულგარულ ოჯახებში სააღდგომოდ. გერმანია გერმანიის ზოგიერთ კუთხეში არამარტო სააღგდომოდ ნაირფრად შეღებილ კვერცხებს შეხვდებით, არამედ ამ კვერცხებით მორთულ-მოკაზმულ ხეებსაც. სამხრეთ აფრიკა ცოტა უკან დავიხიოთ დროში: რა თქმა უნდა, აღდგომაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია, მაგრამ სწორედ ასე გამოიყურებოდა შეღებილი კვერცხი არც მეტი, არც ნაკლები, 60 ათასი წლის წინ. დიახ, დიახ, ეს საოცრება ზუსტად ამდენი ხნისაა. კანადა კანადელებს არ უყვართ დაწვრილმანება: მხოლოდ მათ აქვთ უზარმაზარი სააღდგომო კვერცხი ქალაქ ალბერტაში სლოვენია სლოვენიელი ოსტატები ნამდვილ საოცრებებს სჩადიან, გამოჰყავთ რა სააღდგომო კვერცხებზე საოცარი სილამაზის დახვეწილი ნაყშები. P.S. პოსტის დასასრულს მინდა წარმოგიდგინოთ უნიკალური, გასაოცარი სილამაზის ფაბერჟეს კვერცხი. გისურვებდით, რომ ყველას ოჯახში ყოფილიყოს სააღდგომოდ ეს სილამაზე. 168 9-ს მოსწონს |
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ მე ვთვლი სააღდგომო კვერცხი წითელი უნდა იყოს.