x
image
worldsport.ge
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატების მასპინძლობა არაბეთს ერგო

imageფიფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2017 და 2018 წლების მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება.
ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება.
არაბეთის გაერთიანებული საემიროები ადრეც იყო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელი - 2009 და 2010 წლებში და მაშინ გამარჯვებულები “ბარსელონა” და მილანის “ინტერი” გახდნენ.
ორი უახლოესი საკლუბო ჩემპიონატის მასპინძელი ოფიციალურად გარკვეული ჯერ არაა, მაგრამ 2015 და 2016 წლების ტურნირის მისაღებად ოფიციალური განაცხადი მხოლოდ იაპონიას აქვს შეტანილი. 2014 წლის ნოემბერში კანდიდატურა ინდოეთმა მოხსნა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0