x
image
ციცი
Mediator image
რამ გააღიზიანა ხათუნა ჟორდანია და ვისგან იცავს იგი შვილს-"საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს!"

image

მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლე და ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია, როგორც იცით მუსიკალურ ტელეშოუ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობს, მისი მეწყვილე გიო ხუციშვილია.

სპეციალურ სტუმარად "ორ ვარსკვლავში" მისი შვილი, ნინი ქარსელაძე იყო მიწვეული.

როგორც ჩანს, ამ შოუს შემდეგ, მსახიობმა სალომე ფაღავამ ნინი ქარსელაძის მომღერლობა ეჭვქვეშ დააყენა.

ხათუნა ჟორდანია ძალიან გაღიზიანდა ნინის მიმართ გამოთქმული კრიტის გამო. მან ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა:


"გოგონი, შენ არა მარტო სმენის და გემოვნების, არამედ სავარაუდოდ სხვა ბევრი პრობლემა გაქვს... საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის..."


ხათუნა ჟორდანიამ დააკოპირა ის სიტყვები, რამაც იგი წყობიდან გამოიყვანა:

"მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას:

-აი, მე ვერ ვეწევი თბილისურ ტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს?????????

-ნინიზე წერს, საცოდავი..."

image

ამ სტატუსს მისი "ფეისბუქის" მეგობრები გამოეხმაურნენ:

" ხათ გაატარე ... ისე რა ცოდოა ეს ახალგაზრდა ამ ასაკში ასეთი შური და ბოღმა რომ ახრჩობს და ალაპარაკებს..."

" რა შურით და ბოღმით სავსეა ეს ხალხი, ძალიან ლამაზი იყო ნინი გუშინ, როგორც ყოველთვის... ასეთებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება..."

"ულამაზესი იყო გუშინ, ხმა საერთოდ რომ არ ამოეღო, მარტო ყურება გსიამოვნებდა ადამიანს, რატოა ეს ხალხი გაბოროტებული, ვერაფრით გავიგე..."

"საკადრისი პასუხი უნდა მოთხოვო ხათუნა, რა უფლებით ლანძღავს? მე 22-წლის ვარ და მიყვარს ნინი, ძალიან საყვარელია და არც მიფიქრია ნინის გალანძღვა..."

"ყველამ უნდა ვისწავლოთ "გატარება", დავდგეთ "გასატარებლებზე" მაღლა. ნინი რომ გონიერი, ნიჭიერი და სრულიად მშვენიერია, ამის მტკიცებას აზრი არ აქვს, ეს ისედაც ცხადია. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ ჩემო მშვენიერო ლედი..."


რას წერს სალომე ფაღავა "ფეისბუქზე" ამასთან დაკავშირებით:

imageimage
"მე ამხელა ამბავი თუ მოყვებოდა ერთ ჩვეულებრივ პოსტს არ მეგონა... რა მოხვდა ამ ქალს ასე ძალიან გულზე, ვერ გავიგე...

ხათუნა, თქვენს შვილს "ლაივში" მაინც ემღერა!!! თუ რა გინდათ თქვათ, რომ ყელს უფრთხილდება???

ჯერ გაარკვიეთ, იქნებ თქვენ რომ გაგეგებათ მუსიკაში, იქნებ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად გაეგება სხვას. თქვენ თვითონვე გამოგყავთ თქვენი შვილი უკიდურეს მომღერლად, ესეთები ხომ მრავლადაა საქართველოში? მითუმეტეს გითხარით, ჯერ ახალგაზრდაა მეთქი, ჩემი არ იყოს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა არის რაღაც ზღვარი, თორემ სცენაზე დგომის დეფიციტისა და როლების ნაკლებობაში ნამდვილად არ მაქვს პრობლემა... სხვა, ყველაზე ძვირფასი საქმით ვარ დროებით დაკავებული. და ისე, აუცილებელი ხომ არ არის, ყველა უკლებლივ სცენაზე იდგეს????"


0
867
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0