სხვა 5 ოქროს წესი, რომლებიც სუპერმარკეტში წასვლისას უნდა დავიცვათ 2015, 19 მარტი, 10:39 სუპერმარკეტში შესვლისას, როგორც წესი ირღვევა მთელი ჩვენი მცდელობა დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელი კვება. თვალისმომჭრელი შეფუთვები, ფასდაკლების აქციები, მადის აღმძვრელი მზა პროდუქტი - ყოველივე ეს მაგნიტივით გვიზიდავს და უარს გვათქმევინებს ყველა გეგმაზე. არსებობს 5 "ოქროს წესი", რომელთა დაცვა დაგეხმარებათ გაუძლოთ სუპერმარკეტების ცდუნებას. 1. შედით სუპერმარკეტში მხოლოდ მაშინ, როცა დიდი რაოდენობით პროდუქტი გაქვთ შესაძენი, მაგალითად, ერთი კვირის მარაგი. მხოლოდ ერთი ცალი პურის ან მარილისთვის სჯობს პატარა მაღაზიაში შეიაროთ. 2. ის, თუ რისი ყიდვა გჭირდებათ, უნდა გადაწყვიტოთ არა სუპერმარკეტში შესვლისას, არამედ სახლში. ამიტომ საყიდლებზე წასვლისას აუცილებლად იქონიეთ საყიდლების სია. 3. არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ სუპერმარკეტში მშიერი. ასეთ მდგომარეობაში ძალიან გაგიჭირდებათ მადის აღმძვრელი, გემრიელი პროდუქტების შეძენისგან თავის შეკავება. 4. საყიდლების სიის შედგენის შემდეგ დაიანგარიშეთ, დაახლოებით მაინც რა თანხაა ამ ყველაფერისთვის საჭირო და სუპერმარკეტში წასვლისას მხოლოდ ამ შეზღუდული რაოდენობით ფული წაიღეთ. და არც საკრედიტო ბარათები გააყოლოთ ხელს! ამგვარად კალათში პროდუქტების მოთავსებისას ყოველთვის იფიქრებთ იმაზე, რომ შეიძლება მათთვის ფული არ გეყოთ. 5. აირჩიეთ პროდუქტი არა შეფუთვის, არამედ სარგებლიანობის მიხედვით: ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა და მოხმარების ვადა. ხშირ შემთხვევაში, შემადგენლობის წაკითხვის შემდეგ, ბრჭყვიალნა შეფუთვის მიუხედავად, პროდუქტის შეძენის სურვილი ნამდვილად აღარ გექნებათ. 178 10-ს მოსწონს
|