x
image
worldsport.ge
ქართული ლეგიონის გოლები (+VIDEO)

imageimageimageსაქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგიონერებმა ლევან ყენიამ, ალექსანდრე კობახიძემ და ვაკო ყაზაიშვილმა 13 მარტს საკუთარი გუნდის რიგებში თავი გამოიჩინეს.
ლევან ყენიას პრაღის “სლავიამ” შინ “მლადა ბოლესლავი” მიიღო და 3:4 დამარცხდა. ჩეხეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და 23-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. 37-ზე საქართველოს ნაკრების შემტევმა ლამაზი ჯარიმა შეასრულა, ბურთი კარგად მოჭრა, ცოცხალ კედელს გადაავლო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ყენია მოედანზე 77 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და იგი ბაეზმა შეცვალა. დედაქალაქური გუნდი ამ ეტაპზე სინოტ ლიგაში 24 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.ჰოლანდიის ერედივიზიონში წარმატებულ თამაშს განაგრძობს არნემის “ვიტესი”. ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას გუნდმა 27-ე ტურში შინ “ალკმაარი” 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა შეუცვლელად ითამაშეს. ყაზაიშვილმა კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე სტუმრებს გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. ვაკომ მეტოქეს საჯარიმოს ცენტრის მისადგომებთან ბურთზე ორთაბრძოლა მიუგო, კარისკენ შეიწია, ერთი ფეხბურთელი მოატყუა და “ალკმაარის” მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში ყაზაიშვილმა 6 გოლი გაიტანა და 4-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

“ვიტესმა” ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში “ზვოლეს” გადაუსწრო და 44 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, მე-4 ადგილოსან “ალკმაართან” სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულა აშორებს. ბოლო რვა თამაშიდან ქრთველი ლეგიონერების გუნდმა 7 მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
ალექსანდრე კობახიძის “ვოლინმა” უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში ბუბა დაუშვილის ლვოვის “კარპატი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. მატჩში ანგარიში კობახიძემ 24-ე წუთზე გახსნა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მასპინძლებმა გამოიტანეს, საჯარიმოს მისადგომებთან მდგარმა ალექსანდრემ ბურთი მიიღო დაამუშავა და მეკარეს შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით შანსი არ დაუტოვა.
საქართველოს ნაკრების წევრი მსაჯის მიერ დამატებული დროის მე-3 წუთზე შეცვალეს. ბუბა დაუშვილი კი ტრავმირებულია და ლვოველთა განაცხადში არ გახლდათ. ლუცკელებმა ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს, “კარპატი” კი ბოლო მე-14 პოზიციაზე იმყოფება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0