x
image
worldsport.ge
იმობილე “ლაციოს” სამიზნეა

imageიტალიური გამოცემა ლა რეპუბბლიცა-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რომის” ლაციო” გერმანული “დორტმუნდის” 25 წლის ფორვარდის ჩირო იმობილეს შეძენას ეცდება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ. “ბიანკოჩელესტე” იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს. იმობილე “ბორუსიამ” გასულ ზაფხულს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ჩირო იმობილე 2013-2014 წლების სეზონში “ტორინოს” შემადგენლობაში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა “დორტმუნდს” ჯერჯერობით დიდად ვერ მოერგო. ბუნდესლიგაში მან 16 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 3-ჯერ იხეირა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლი აქვს გატანილი.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0