x
image
worldsport.ge
ნეიმარი: “ჩვენ BBC-ზე ძლიერები ვართ”

imageკატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ესპანურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ “ბარსას” შემტევი ტრიო მადრიდის “რეალის” სამეულზე უკეთესია.
“ჩვენს შორის ურთიერთობა გასახდელშიც კი კარგია. მე, მესი და სუარესი, რონალდუზე, ბენზემაზე და ბეილზე უკეთესები ვართ? – მე ვიტყოდი, რომ კი. ლეო საუკეთესოა, სუარესთან ერთად თამაში მომწონს. მაგრამ ჩვენ კონცენტრირებული ჩვენს თამაშზე ვართ და არა სხვების”, - განაცხადა ნეიმარმა.
“კლასიკო იქნება, როგორც ფინალი. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ჩასატარებელი ისევ დარჩება.
ყველაფრის მოგება მინდა. 2009 წლის ჰეთ-თრიქის გამეორება შეგვიძლია. სხვებს შეუძლიათ თქვან, რისი მოგება უნდათ. მე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ თამაშზე და უკეთესის მიღებაზე”, - აგრძელებს სამხრეთამერიკელი.
“რეალის” ლიგიდან გამოვარდნამდე მცირე დააკლდა. “შალკეს” ცოტა დროც რომ ჰქონოდა”, - დაასრულა “ბარსას” მე-11 ნომერმა.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0