სხვა როგორია სინამდვილეში ახალგაზრდა დედების ცხოვრება - გეცნოთ? 2015, 6 მარტი, 23:33 დედობა ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია, მაგრამ ბევრი დედა დამეთანხმება, რომ ამ სიხარულს უამრავი ყოველდღიური სირთულე სდევს თან. სწორედ შვილის მოვლასთან დაკავშირებულმა ყოველდღიურმა პრობლემებმა შთააგონა ტეხასელ პროფესიონალ ფოტოგრაფს, ანა ანჯენედს ფოტოების სერია, სახელწოდებით "დედიკოს ცხოვრება". ფოტოებში ასახულია მთელი ის ქაოსი, გრძნობებისა და ემოციების ზღვა, რომელსაც პატარა ბავშვების დედიკოები განიცდან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფოტოპროექტში ანა და მისი 2 წლის ქალიშვილი, მია, წარმოადგენენ ყველა დედისთვის კარგად ნაცნობ ცხოვრებისეულ სიტუაციებს: მთელი ძალით ბრძოლა იმისთვის, რომ თუნდაც ერთი წუთით მოსვენება იპოვო; უშედეგო მცდელობა იმისა, რომ ერთდროულად უამრავი საქმე აკეთო... ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ამ პროექტიდან. "მიამ გადაწყვიტა, დაბადების დღეზე ტორტი გამომიცხოს. როგორ გამიმართლა!" ცხობის დღე გამოწყობა ქვიშაში ჩაის სმა სიმშვიდე "ბავშვთან ერთად გასეირნება სპორტდარბაზში ყოფნას არაფრით ჩამოუვარდება" მომაკვდინებელი მოგზაურობა უკან სკოლაში სანტას მოლოდინში "ასე ჩაიარა დღესასწაულებმა" მშვიდი ღამე ბიზნეს-ლედი "მიას ძალიან უყვარს დამალობანას თამაში. გამოგიტყდებით, ეს ჩემთვისაც ხელსაყრელია. გუშინ, სანამ მიპოვიდა, მოვასწარი ერთი კვირის წინ მიღებულ შეტყობინებაზე პასუხი გამეცა და ნახევარი სტატიაც კი წავიკითხე". მყუდრო ადგილი კითხვისთვის საახალწლო ეიფორია 271 10-ს მოსწონს
|