პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ფეისბუქის მნიშვნელობაზე წერს და მიჩნევს, რომ მისი გამოყენების რესურსი 2 ნაწილად იყოფა.
„რა საოცარია არა ეს სოციალური ქსელი?! რაც დრო გადის სულ უფრო მეტ ღირებულებას ამჩნევ! “მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ" გამოთქმამ ჟამთა ცვლა განიცადა და გახდა “მანახე შენი facebook wall-ი და გეტყვი ვინ ხარ შენ", თან ისე რომ “მუტუალ ფრენდებსაც" დიდი მნიშვნელობა აღარ გააჩნია. თუმცა მენტალობიდან გამომდინარე facebook-ს ყველაზე განსხვავებულად მაინც ჩვენ - დავითის, თამარისა და ერეკლეს შთამომავლობა ვიყენებთ, ჩვენ ხომ ის წილხვედრი უნარ-ჩვევა გვაქვს, რომელიც უფრო იმით გვასაზრდოებს თუ რა ხდება მეზობლის/მეგობრის/ფრენდის wall-ზე, ვიდრე საკუთარზე არსებული ხშირად უხილავი მძ..ერი.
ზემოაღნიშნული ახალი ტიპის გამოთქმით რომ შეხედო facebook-ი მართლაც ძალიან უცნაური და საინტერესოა და მისი გამოყენების რესურსი 2 ნაწილად იყოფა (სიყალბის ტირაჟირების და ამ ტირაჟირების გამოვლენის): 1.საუკეთესო საშუალებაა იმ საკუთარი აზრების გამოვლენის, რომლის გაჟღერებაც რეალურ სივრცეში შეზღუდული გაქვს, ვერ ბედავ, ასევე კარგი შესაძლებლობაა იაქტიურო წვრილი თუ მსხვილი გამორჩენის მიზნებისთვის 2. იდეალური საშუალებაა ადამიანების ერთგვარი ლუსტრაციის მათი ფიქრებისა და მიზნების შესასწავლად, ძალიან ხშირად რაიმე კონფლიქტურ სტატუსზე არსებული თამამი like-ითაც შესაძლებელია ადამიანის ძირეული განწყობის გაგება.
ხშირად “კაცი შინ არ ვარგოდა facebook-ზე გარბოდა"-ც აქტუალური მეჩვენება ))
ამ 4 მარტის გაზაფხულის ლამაზ მზიან დღეს ყველა თქვენი (ყალბი, დროსმორგებული, თუ გულწრფელი და მართალი) სტატუსებითა და გაფილტრული თუ გაუფილტრავი ფოტოებით მეტ პოზიტივს გისურვებთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღებით იქნება გაოწვეული, რომ დაუფიქრდეთ ეს გარემოება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელი სიყვარულით, თქვენი ნ.ს."
- წერს ნოე სულაბერიძე.