ქალი და მამაკაცი თინა მახარაძე შეყვარებულის გარეშე დარჩა 2015, 21 თებერვალი, 23:58
სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორების თაობაზე. ბოროტი ხმები ამტკიცებდნენ, რომ გიორგისთან დაშორება თინამ მძიმედ გადაიტანა და მეტიც, მისი თმაც სწორედ მის დეპრესიულ განწყობას შეეწირა. თავად მსახიობი კი შეყვარებულთან განშორებას ადასტურებს, თუმცა დეპრესიული განწყობის არც არაფერი ეტყობა. თინა ამტკიცებს, რომ თმის მოკლედ შეჭრა უკე დიდი ხანია უნდოდა და გარკვეული როლების გამო იკავებდა თავს, საახალწლოდ კი რეჟისორისაგან ნებართვა მიიღო და თმაც დაიმოკლა. მსახიობი ამტკიცებს, რომ განშორების მიზეზი მისი თამამი იმიჯი არ გახლდათ. "ცხოვრებაში ორივეს მეტი თავგადასავალი მოგვინდა. მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი კონკრეტულ შემთხვევაში"-ამტკიცებს თინა. 376 7-ს მოსწონს
|