ფეხბურთი
“ბარსამ” ვილანოვა კიდევ ერთხელ დააფასა
2015, 21 თებერვალი, 14:00
![“ბარსამ” ვილანოვა კიდევ ერთხელდააფასა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201502/2015022113592435644.jpg)
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ბლაუგრანას” საწვრთნელი ბაზის “სიუტატ ესპორტივას” ნომერ პირველ სავარჯიშო მოედანს ტიტო ვილანოვას სახელი დაერქვა.
“ამიერიდან მომავალი თაობები, რომლებიც აქ სავარჯიშოდ მოვლენ, უნდა იცოდნენ ვინ იყო ტიტო ვილანოვა.” – განაცხადა გახსის ცერემონიალზე “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ.
ესპანელი სპეციალისტი გასული წლის აპრილში კიბოთი გარდაიცვალა. ვილანოვა პეპ გვარდიოლას ოთხი წარმატებული წლის განმავლობაში ასისტენტობას უწევდა, ხოლო 2012/13 წლებში მთავარ გუნდს ხელმძღვანელობდა და “ბარსელონამ” იმ სეზონში ლა ლიგა 100 ქულით დაასრულა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge