ფეხბურთი
“ჩელსი” რასიზმში მხილებულ გულშემატკივრებს მკაცრად დასჯის
2015, 20 თებერვალი, 13:25
ლონდონის “ჩელსი” პარიზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობს. პსჟ-სა და “არისტოკრატთა” მატჩის წინ, საფრანგეთის დედაქალაქის მეტროში ლონდონელმა გულშემატკივრებმა მატარებელში ფერადკანიანი მამაკაცი არ შეუშვეს და შემდეგ სიტყვებს გაიძახოდნენ: “რასისტები ვართ, რასისტები ვართ და ეს მოგვწონს.”
პირველ ეტაპზე “ჩელსიმ” სამი პიროვნების ვინაობის დადგენა მოახერხეს და გულშემატკივართა ტრიო შესაძლოა მკაცრად დასაჯოს. ლონდონური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სამი ადამიანის ინციდენტში სრული ჩართულობა გამოაშკარავდება, ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში “სტემფორდ ბრიჯზე” ფეხს ვერ შეადგამენ.
“ჩვენ აგრეთვე ვთანამშრომლობთ პარიზის მეტროპოლიტენთან და პოლიციასთან, რომელიც გამოძიებას აწარმოებს.” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ინგლისელები და ფრანგები გამოძიებას ატარებენ და რასიზმში მხილებული ადამიანები შესაძლოა სამწლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯონ და 45 000 ევროთი (33 000 გირვანქა) დაჯარიმდნენ.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge