სხვა გასულ პარასკევს მოსიყვარულე მამამ თავისი სამი ქალიშვილი გაგუდა 2015, 18 თებერვალი, 19:41 მამა მხოლოდ 33 წლისაა, ის დანაშაულის ადგილზე დააკავეს, სადაც თავისი შვილების დახოცვის ფაქტი აღიარა. მამამ თავისი ქალიშვილები გაგუდა და ღრმა არხში ჩაყარა მხოლოდ იმის გამო, რომ შიშობდა ვერ შეძლებდა მათი მზითვისთვის ფულის შეგროვებას და შესაბამისად მათ გათხოვებას. სანჯაი დუბეიმ ცოლს უთხრა, რომ ქალიშვილები ბაზრობაზე მიჰყავდა და დაუბარა, რომ სადილი დაეხვედრებინა. შემთხვევა დასავლეთ ინდოეთში, გუშარადის შტატის პანდესერას დასახლებაში მოხდა. მამამ ცხრა წლის ანკიტა, შვიდის პრიია და ორი წლის ბჰავნა გვიან საღამოს გასულ პარასკევს დახოცა. პოლიციის ინსპექტორმა მაჰენდრა ხერმა განაცხადა: "გამოძახება შაბათ დილას სოფლის მცხოვრებისგან მივიღეთ, რომელმაც არხში პირქვე მოტივტივე სამი პატარას გვამი შენიშნა. როცა ადგილზე მივედით, სანჯაი ადგილზე მისული დაგვიხვდა. მან მალევე აღიარა თავისი ქალიშვილების დახოცვა." როგორც გაირკვა, სანჯაი ბოლო ხანებში დეპრესიით იტანჯებოდა, მას მერე, რაც ბიზნესგარიგების მეშვეობით დაკარგა ფული (3000 ევროს ოდენობით). მამამ ურცხვად განუცხადა პოლიციას, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან შვილების რჩენა აღარ შეეძლო. მისი ცოლი, 32 წლის მირა დევი გვიყვება: "წინა საღამოს მამამ ბავშვებს განუცხადა, რომ მათ წაყვანას აპირებდა ბაზრობაზე ახალი ტანსაცმლის საყიდლად. ბავშვები აღფრთოვანებულნი იყვნენ. საღამოს ექვსზე მოტოციკლში ჩასხდნენ და სახლიდან გავიდნენ, მე კი სადილის მომზადება განვაგრძე. ათზე რომ აღარ გამოჩდნენ, რეკვა დავუწყე, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მთელი ღამე ვტიროდი, ერთი წუთიც არ მძინებია". მირა ამბობს, რომ მისი ქმარი საუკეთესო მამა იყო და შვილებიც ძალიან უყვარდა. ინდოეთში ბევრი ოჯახი თავს იკავებს გოგონას გაჩენისაგან, რადგან იციან, რომ მოსაგროვებელი ექნებათ მათი მზითვისთვის განკუთვნილი ფული. ბევრი კი ფულს ზოგავს და გოგონებს სკოლაში არ უშვებს, რადგან ფიქრობენ, რომ განათლება სახლში მაინც არაფერში დასჭირდებათ. 64 5-ს მოსწონს
|