x
image
worldsport.ge
საკი თავს იცავს

imageლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელს არიგო საკის თავის მართლება უწევს იმ სიტყვების გამო, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიასთან გააჟღერა. საკიმ მაშინ განაცხადა, რომ იტალიაში ახალგაზრდულ გუნდებშიც კი მეტისმეტად ბევრი ლეგიონერი და ფერადკანიანი ფეხბურთელი ირიცხება, რაც იტალიურ ფეხბურთზე ცუდ გავლენას ახდენს.
იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის ამ სიტყვებს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით საკიმ მორიგი კომენტარი გააკეთა:
“68 წლის ვარ და აქამდე არასდროს ვყოფილვარ რასისტი და არც არასდროს ვიქნები. ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვებში რასისტული და დისკრიმინაციული არაფერი ყოფილა. იგი მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრით და ეთიკის ნორმების დაცვით ვთქვი. ვინც ჩემს ისტორიას იცნობს, იცის, რომ 90-იან წლებში შესანიშნავ ფეხბურთელებს ვწვრთნიდი გულიტის და რაიკარდიის სახით. მათთან არასდროს მქონია პრობლემა კანის ფერის გამო. უბრალოდ, იტალიაში დღეს 53% ლეგიონერია, ეს კი ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის. მაგალითად, როცა ჩვენს ქვეყანაში ლეგიონერები ბევრნი არ იყვნენ, 11 წლიან პერიოდში, 1989-2000 წლებში, 4-ჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და 8-ჯერ უეფას თასი. ბოლო წლებში კი გუნდებში 80-90% ლეგიონერია და იტალიური კლუბებიც ევროტურნირებზე არათუ ფინალში, ნახევარფინალშიც ვეღარ აღწევენ. კიდევ ვიმეორებ – რასისტი არასდროს ვყოფილვარ”, - განაცხადა საკიმ.
არიგო საკი 80-იანი წლების მიწურულს ლეგენდარულ “მილანს” ხელმძღვანელობდა და გუნდს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 1994 წელს, იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0