ფეხბურთი “შუქურა” ბრაზილიურ კლუბთან ითანამშრომლებს 2015, 16 თებერვალი, 13:51 როგორც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ “კორიტიბას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა ქობულეთის “შუქურას” პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძეს შეხვდა და საქმიანი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით, “კორიტიბას” ფეხბურთელები ევროპულ სივრცეში მოსახვედრად “შუქურაში” გააგრძელებენ კარიერას. ამ ეტაპზე კონკრეტულ ფეხბურთელებზე ღიად საუბარი არ ყოფილა, თუმცა როგორც “კორიტიბას” კონსულტანტმა პიერ ბულუსმა აღნიშნა, ბრაზილიური კლუბისთვის მნიშვნელოვანია ევროპულ კლუბებთან დაახლოება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გოჩა ალადაშვილი, რომელსაც ბრაზილიურ ფეხბურთში საქმიანობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “კორიტიბას” მფლობელი პაულ მედინა, ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო გუერა და პრეზიდენტი ალვივერდე როჯერიო ბაკელარი. დიმა შარიქაძე 4 შეფასება არ არის
|