x
image
natia.a
რა თანამდებობას სთავაზობენ ალენ დელონს საქართველოში

imageტელეკომპანია "GMG"-ის გენერალური პროდიუსერი, ბიძინა ბარათაშვილი საქართველოს მთავრობას ალენ დელონის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნას "სთავაზობს":
"ვაცნობიერებ რა საქართველოში ალენ დელონის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც დასტურდება მისი ვიზიტით საპატრიარქოში და დღევანდელი მიწვევით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, შემომაქვს წინადადება: ბარემ ვისარგებლოდ შემთხვევით, დავტოვოთ იგი თბილისში და დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე! ბოლოს და ბოლოს კაცს ზორო ყავს ნათამაშები - სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო! ევროპაც იცნობს! არა მგონია, ზაქარია ქუცნაშვილზე ნაკლები მომხრე აღმოაჩნდეს..." - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბარათაშვილი.

0
199
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0