x
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება







თბილისის ნაწილს დღეს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების და ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.


"თელასის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის ს. სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქაიროს და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, მარჯვენა სანაპიროს, საქანელას, ჭანტურიას და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
3
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0