შოუბიზნესი ინციდენტი პაატა ბურჭულაძის იუბილეზე და ნაწყენი ალენ დელონი 2015, 12 თებერვალი, 23:38 12 თებერვალს სპორტის სასახლეში გაიმართა პაატა ბურჭულაძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი. მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ბანს იუბილე ქართველმა და უცხოელმა საოპერო ვარსკვლავებმა მიულოცეს. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში გალა კონცერტის მთავარი სტუმარი და თანაწამყვანი, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი ჩამოვიდა.
თუმცა კონცერტის დასაწყისში რამდენიმე ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი. კონცერტი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რისთვისაც ორგანიზატორებმა მაყურებელს მოუბოდიშეს. ამას გარდა, კონცერტის დაწყებამდე, ალენ დელონმა გააპროტესტა ორგანიზატორების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სცენაზე გამოსვლის დროს პლაზმურ ეკრანებზე მისი ახალგაზრდობის დროინდელი კინოკადრები გავიდოდა. 80 წლის მსახიობის აზრით, მისი ახალგაზრდობის სურათების ფონზე დღევანდელი გარეგნობა ძლიერ შეუსაბამობაში იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ მსახიობი კომპრომისზე წავიდა და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. "მიხარია რომ დღეს აქ ვარ, დიდი ხანია მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი. პაატას დიდი წვრილი მიუძღვის, რომ მსოფლიომ საქართველო გაიცნო, "- განაცხადა სცენაზე ასულმა ალენ დელონმა. 2002 10-ს მოსწონს
|