x
image
worldsport.ge
“იუნაიტედი” პოგბას დაბრუნებას ცდილობს

imageიტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას სანაცვლოდ პირველ შეთავაზებას ამზადებს. “მანკუნიანელები” 21 წლის ფეხბურთელში 70 მილიონ გირვანქას იხდიან.
აღსანიშნავაია, რომ 2012 წლის ზაფხულში პოგბა “იუვეში” სწორედ “წითელი ეშმაკებიდან” გადავიდა.
გარდა ინგლისური გრანდისა, პოგბათი დაინტერესებას მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, ფრანგული პსჟ და კატალონიის “ბარსელონა” იჩენენ, თუმცა, როგორც ტურინში ამბობენ პოგბას გასხვისებას “იუვე” ჯერ არ გეგმავს.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0