x
image
worldsport.ge
ლამბერტმა “ასტონ ვილა” დატოვა

imageროგორც “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა თანამდებობა დატოვა. ლამბერტის მოვალეობის დროებითი შემსრულებლები მისი ყოფილი ასისტენტი სკოტ მარშალი და მეკარეების მწვრთნელი ენდი მარშალი იქნებიან.
ინგლისური კლუბი ახალ მთავარი მწვრთნელს უახლოეს პერიოდში დაასახელებს. ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს. როგორც “ასტონ ვილას” ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, კლუბი შოტლანდიელს წარმატებებს უსურვებს.
“ასტონ ვილამ” მიმდინარე სეზონში 25 მატჩი გამართა და 13 მატჩში იწვნია მარცხი, 22 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონშიფში გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.
პოლ ლამბერტის კარიერის გამორჩეული სეზონი 2010-2011 წლებია, როცა მისი ხელმზღვანელობით “ნორვიჩი” პრემიერლიგაში გადავიდა. 45 წლის სპეციალისტი 2012 წლიდან მუშაობდა “ასტონ ვილას” მთავარ მწვრთნელად. 1997 წელს ლამბერტს დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული.



დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0