x
image
natia.a
ლიმონის გამოყენების 15 უჩვეულო ხერხი: უნივერსალური საშუალება დიასახლისებისთვის!
image



ლიმონი... ამ ციტრუსის გახსენებაზე ბევრს ალბათ ტანში ჟრუანტელი უვლის, მაგრამ უმეტესობისთვის იგი სასიამოვნო არომატთან და გემოსთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი ჩაისთან ერთად თუ მივირთმევთ ან ნამცხვარში ვიყენებთ. თუმცა ეს "ჯადოსნური" ციტრუსი მხოლოდ მისი საგემოვნო თვისებებით არ არის საინტერესო. დიასახლისებისთვის იგი ნამდვილი აღმოჩენაა. ლიმონს კულინარიის გარდა გამოყენების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. ქვემოთ გთავაზობთ მისი მოხმარების რამდენიმე ვარიანტს.


1. ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი. ჩაიში ან თბილ წყალში დამატებულ სულ რამდენიმე ლიმნის წვენს 20-30 წუთით შეუძლია მოხსნას კბილის, თავის და მენსტრუალური ტკივილი.

image



2. ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება. ლიმონი ნაფტალინის ეფექტური ალტერნატივაა. უბრალოდ ჩაარჭვეთ მიხაკის ნატეხები ლიმონში და მოათავსეთ ტანსაცმლის კარადაში რამდენიმე დღით. ეს არა მხოლოდ ჩრჩილს მოაშორებს, არამედ სასიამოვნო სუნსაც დააყენებს.

image


3. ხორცმეტების საწინააღმდეგო საშუალება. დილა-საღამოს ლიმნის წვენის წასმის შედეგად ხორცმეტები გამოშრება და თვითონ გაქრება.


4. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება. ყოველდღე ლიმნის წვენი შეიზილეთ თმის ძირებში, გააჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე დღეში ქერტლი გაქრება.

image



5. აძლიერებს სარეცხი ფხვნილის მოქმედებას. გამოწურეთ 1 ლიმონი და დაამატეთ ფხვნილთან ერთად სარეცხ მანქანაში. ამგვარად ტანსაცმელს სასიამოვნო სუნი აუვა და ლაქებიც მოშორდება.


image


6. ეფექტური ანტიდეპრესანტი. წყალში გაზავებული ლიმნის წვენი საუკეთესო ანტიდეპრესანტია და ხსნის სტრესს. მიიღეთ ამგვარი სასმელი დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.


image

7. ჭიანჭველების საწინააღმდეგო საშუალება. თუ სახლში ჭიანჭველები შემოგეჩვიათ, დააწვეთეთ მათი მომრავლების ადგილზე ლიმნის წვენი. ასევე შეგიძლიათ ფანჯრის რაფები და კარის ღრიჭოები ლიმნის წვენით დაასუფთაოდ.


image


8. ჟანგის საწინააღმდეგო საშუალება. თუ ქრომირებული ან სპილენძის ნაკეთობა დაგიჟანგდათ, წაუსვით ლიმნის წვენის და მარილის ნაზავი და გაწმინდეთ თბილი წყლით, ჟანგი გაქრება.


9. ფრჩხილების მოვლის საშუალება. ჩააწყვეთ თითები ჯამში, რომელშიც თბილ წყალში გახსნილი ლიმნის წვენი ასხია. ეს გაგიმაგრებთ და ბუნებრივ ფერს მიანიჭებს ფრჩხილებს.


image


10. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. დადასტურებულია, რომ ლიმნიანი წყლის დალევა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ხოლო თუ ამ ნარევის მიღებას ყოველდღიურ ჩვევად გადააქცევთ, შეგიძლიათ სრულიად დაივიწყოთ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.


image


11. მათეთრებელი საშუალება. გარეცხვამდე ნახევარი საათით მოათავსეთ თეთრეული ლიმნის წვენისა და საჭმელი სოდის ნარევში, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ და ნახავთ, რომ ძვირადღირებულ მათეთრებლებში ფულის გადაყრა არ ღირს.


image


12. ჰაერის გამწმენდი საშუალება. ქიმიური ჰაერის გამწმენდი სითხეების მაგივრად დაამატეთ 1 ჭიქა წყალში 3-4 ს.კ. ლიმნის წვენი და ბუნებირივი ჰაერის გამწმენდი საშუალებაც მზადაა.


13. პირის ღრუს ჯანმრთელობის წყარო. ყოველი ჭამის შემდეგ გამოივლეთ პირში ლიმნის წვენიანი წყალი: ეს მოახდენს ღრძილებიდან სისხლდენის, კბილებზე ნადებისა და კარიესის პროფილაქტიკას. თუმცა ლიმნის წვენმა შეიძლება დააზიანოს ემალი, ამიტომ ყოველი ამ პროცედურის შემდეგ პირში სუფთა თბილი წყალიც გამოივლეთ.


image


14. მაცივარში უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო საშუალება. გაჟღინთეთ მცირე ზომის ღრუბელი ლიმნის წვენით, მოათავსეთ მაცივარში და დაივიწყეთ უაიამოვნო სუნი.


image


15. არტერიული წნევის დარეგულირების საშუალება. ლიმნის შემადგენლობაში შედის კალიუმი, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და თავიდან გვაცილებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.


image


0
924
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0