სხვა წერილი შვილებს! 2015, 7 თებერვალი, 20:47 "ჩემო საყვარელო შვილებო!
დადგება დრო როდესაც მე მოვხუცდები–და მაშინ გთხოვთ გამოიჩინოთ ჩემს მიმართ მეტი მოთმინება და შეეცადეთ გამიგოთ.
თუკი თქვენი დახმარების გარეშე ვერც ჭამას შევძლებ და დამოუკიდებლად ვერც ჩავიცმევ, იყავით ჩემს მიმართ მეტი მომთმენი და თბილი.გაიხსენეთ რამდენ დროს ვკარგავდი იმისთვის, რომ ეს თქვენთვის მესწავლებინა.
თუ ერთსა და იგივეს ბევრჯერ გაგიმეორებთ, ნუ გაბრაზდებით, ისე მომისმინეთ.თქვენ რომ პატარა იყავით, მე ხომ ათასჯერ მაინც გიყვებოდით ერთდაიგივე ზღაპარს, რომ ტკბილად დაგეძინათ.
როცა თქვენ ხედავთ, რომ არაფერი გამეგება ახალი ტექნოლოგიების, მომეცით ცოტა დრო გავიგო და ვისწავლო, ნუ მიყურებთ დამცინავი ღიმილით.მე თქვენ რამდენი რამ გასწავლეთ:როგორ გეჭამათ სწორად, როგორ ჩაგეცვათ ლამაზად, როგორ გამკლავებოდით ცხოვრებისეულ სიძნელეებს. თუკი ზოგჯერ რაღაც დამავიწყდება, ან დავკარგავ ჩვენი საუბრის ძაფს, მომეცით დრო რომ გავიხსენო.და თუკი ესეც არ გამომივა, არ ინერვიულოთ, რაგან მთავარი ის კი არაა რას ვამბობდი, მთავარი ისაა რომ ჩემს გვერდითა ხართ და მისმენთ. თუკი ჭამის მადას დავკარგავ, გთხოვთ ნუ დამაძალებთ.მე თავად ვიცი როდის ღირს ჭამა და როდის არა. როცა დაღლილი ფეხები გადაადგილების საშუალებას არ მომცემენ, მაშინ შემაშველეთ ხელი სწორედ ისე, როგორც მე გაშველებდით როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდით. და როდესაც ერთ დღეს გეტყვით, რომ არ მინდა სიცოცხლე და მინდა მოვკვდე, ნუ გაბრაზდებით ჩემზე.ოდესმე თქვენ მე ამას აუცილებლად გამიგებთ. ჩემი სიბერის შემყურე ნუ დასევდიანდებით შვილებო და ნუ ჩათვლით თქვენ თავს უმწეოდ.თქვენ უნდა იყოთ მაშინ ჩემს გვერდით, უნდა გამიგოთ და დამეხმაროთ, ისე როგორც მე გეხმარებოდით თქვენ როდესაც ცხოვრებას იწყებდით. დამეხმარეთ რომ წავიდე წინ და დავამთავრო ჩემი ცხოვრება სიყვარულით და მოთმინებით.ამისთვის კი მე დაგაჯილდოებთ დედობრივი ღიმილით და უსაზღვრო სიყვარულით, რომელიც არასოდეს არ გაქრება. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასო შვილებო! თქვენი ბედნიერებისთვის მუდამ მლოცველი თქვენი დედა! 68 6-ს მოსწონს
|