x
image
რუსუდან ბერიძე
რატომ ტირიან ქალები?–ლეგენდა ქალის ცრემლებზე
image

ერთხელ ბიჭმა კითხა დედას:

"დედა რატომ ტირი?"

"იმიტომ რომ მე ქალი ვარ"–უპასუხა დედამ.


"მე არ მესმის"–უთხრა ბიჭმა."

"ამას შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ შვილო"–უთხრა დედამ და გულში ჩაიკრა ნაზად.

მაშინ ბიჭმა ჰკითხა მამას:

"მამა დედა რატომ ტირის ზოგჯერ უმიზეზოდ?"

"უბრალოდ, ყველა ქალი ტირის ზოგჯერ ასე"–უპასუხა ჩაფიქრებულმა მამამ.

დრო გავიდა.ბიჭი გაიზარდა.დაკაცდა და უკვე ზრდასრულმა მამაკაცმა ჰკითხა ღმერთს:

"ღმერთო, რატომ ტირიან ზოგჯერ ქალები ასე უმიზეზოდ?"

უფალმა უპასუხა:

"მე როცა ქალის შექმნა გადავწყვიტე, მსურდა ის შემექმნა განსაკუთრებული.მე მას მივეცი ხელები ისეთი ძლიერი, რომ შეძლებოდა მთელი სამყარო ხელში დაეჭირა.ისეთი ნაზი, რომ შეძლებოდა ბავშვის თავის დაჭერა.მე მას მივეცი იმდენად დიდი მოთმინება, რომ შეძლებოდა მშობიარობის გადატანა.მე მას მივეცი იმდენად ძლიერი ძალა, რომ შეძლებოდა მაშინ წასულიყო წინ, როდესაც ყველა ეცემა.მე ის შევქმენი კაცის ნეკნისგან.ასე რომ, მან იცის როგორ დაიცვას მამაკაცის გული.მე მას მივეცი სიბრძნე იმისთვის, რომ ესმოდეს, კარგი ქმარი საკუთარ ცოლს შეგნებულად არასოდეს არ მიაყენებს ტკივილს და მხარში ედგას მუდამ მის მეუღლეს.და ბოლოს...მე მას მივეცი ცრემლები...და უფლება აქვს დაღვაროს ის იქ, სადაც და როგორც მიაჩნია საჭიროდ.

გაიგე შვილო ჩემო:ქალის სილამაზე არის, არა მის სამოსში, თმაში და მოვლილ ფრჩხილებში...ქალის სილამაზე მის თვალებშია...რომელიც აღებს კარს მისი გულისაკენ...იმ ადგილისკენ სადაც სიყვარული ბუდობს!..."








4
131
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
131
  
2014, 5 იანვარი, 16:11
როგორ არ ვიქნები რუსუდან აი ძალიან იშვიათად რო ვინმე თუნდაც ჩემ ახლობლებში და მეგობრებში იყოს ნორმალური აზროვნების!!! ვგულისხმობ ქალთან დამოკიდებულებას... აი არ შემიძლია რა ასეთი უაზრობებია მოსმენა,ვცოფდები ქალი რომ თავის მონად მიაჩნიათ
2014, 5 იანვარი, 16:06
ძალიან გაბრაზებული ხარ კაროლინა კაცებზე მაგრამ ეს არაფერს ცვლის,რაც არ უნდა თქვა.სამწუხაროდ:((
2014, 5 იანვარი, 16:06
ყველას არ ვგულისხმობ რათქმუნდა მაგრამ 70-80% ეგრეა...
2014, 5 იანვარი, 16:04
მოთმინება რომ შეძლებოდა მშობიარობის გადატანა და უჯიშო კაც(ებ)ის გაძლება!!!! ესაა ქართველი ქალების ყველაზე დიდი გმირობა რომელსაც ჩვენი მამაკაცები ვერასოდეს დაინახავენ იმიტორო ყველაზე დაუნახავები არიან :@ აფჯადფჰაოდვაოდბოაივაოიიფჯა :|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
0 1 4