x
image
რუსუდან ბერიძე
ინდოეთის მისტიკურ ცენტრში დაიბადა ადამიანი–მგელი.
image

იდოეთის ერთ პროვინციულ ქალაქ მადხავნაგარში რომელსაც ახალ მისტიკურ ცენტრს უწოდებენ, დაიბადა ადამიანი–მგელი.რას არის ეს:კარმაში დაბრუნება?ანომალია?თუ მისტიკური ავადმყოფობა?ამ დროს სულ სხვა რამ მტკიცდება:გოგონა დაიბადა ვერვოლფის სინდრომით.image

ერთი თვის უკან ინდოეთში დაბადებულ გოგონას დღესაც არა აქვს სახელი, მაგრამ მის შესახებ თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის.მის დედასთან და დეიდებთან ერთად ის მთელ მსოფლიოში ცნობილი სახე გახდა.საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახის თითქმის ყველა ახალგაზრდა ქალი იტანჯება ვერვოლფის სინდრომით, რომელსაც სამედიცინო წრეში ჰიპერტრიხოზომიას უწოდებენ.ეს დაავადება გამოხატულია მთელ სხეულზე ჭარბი თმიანობით.image

ახალდაბადებულ ჩვილს მთელი სხეული დაფარული აქვს შავი ღინღლით, თავიდან ფეხის წვერებამდე, რაც ამსგავსებს მგელს.მისი 26 წლის დედა სავიტა სამბხადჯი რაუტი ყვება, რომ ბავშვის დაბადებამდე სულ ღმერთს ემუდარებოდა, რომ ეს ბავშვი მაინც დაბადებულიყო ჯანმრთელი და არ გაეზიარებინა დედის და დეიდების ბედი.მაგრამ ბავშვი მაინც ხშირთმიანი დაიბადა.ჩვილის დედას მიაჩნია რომ რადგან ღმერთმა ასეთი გააჩინა, ალბათ ეს ღვთის თავისებური საჩუქარია. image



ამ ოჯახში კიდევ არის 2 ახალგაზრდა ქალი-ბავშვის დეიდები, რომლებიც იტანჯებიან ამ უცნაური დაავადებით.17 წლის სავიტრი და 19 წლის მონიშა.

image


ისტორიაში ცნობილია ჰიპერტრიხოზის რამდენიმე შემთხვევა.პირველი შემთხვევა დაფიქსირებულია XVI საუკუნის ბოლოს.საუბარია გონსალვუსის ოჯახზე, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიასა და საფრანგეთში.პრაქტიკულად ამ ოჯახის ყველა წევრს აწუხებდა ვერვოლფის დაავადება.

image


მაგრამ ისტორიაში ყველაზე უფრო ცნობილი იყო ქალი-მგელი იულია პასტრანა.მის სხეულს გარდაცვალების შემდეგ მუმიფიცირება ჩაუტარეს და აჩვენებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებზე, სადაც ეწყობოდა XIX ასწლეულის ყველაზე საშინელი ადამიანების ჩვენება.

მისი გვამი მხოლოდ 2013 წლის 12 თებერვალს დაასაფლავეს მის მშობლიურ მექსიკაში.









0
836
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0